ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – ჯეოანესთეზია 2023
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო ფართომასშტაბიანი კვლევის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ მაჭარაძემ, ამა წლის 22-23 სექტემბერს, ქ.ბათუმში, მისსავე თანაორგანიზატორობით მოწყობილ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგთა ყოველწლიურ კონფერენციაზე „Geoanesthesia 2023“ გააკეთა მოხსენება „ნეიროფსიქოლოგიური ტესტები ქართულ პოპულაციაში“. ამავე შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თამარის ხელმძღვანელობით, პოსტერული მოხსენებით წარდგა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: , ა. ბენტველცენი, თ. დარსალია, ა. ცქიტიშვილი, ლ. ხეჩუაშვილი, ხ.ჭყოიძე, ლ.ევერდი; „კოგნიტიური სტატუსის შეფასების სატელეფონო ტესტის ვალიდაცია ქართულ ენაზე“.
ევროპის მასშტაბით ორმოცდაათ ცენტრში, მათ შორის საქართველოში, 2022 წლიდან მიმდინარეობს პროსპექტული, დაკვირვებითი, საერთაშორისო, მულტიცენტრული, კოჰორტული, ფართომასშტაბიანი კვლევა „ევროპელი დიაბეტიანი პაციენტების მენეჯმენტი და პერიოპერაციული მოვლის გამოსავალი“, რომელიც მოიცავს 5000 დიაბეტის მქონე პაციენტს, რომელიც საჭიროებს გეგმიურ თუ ურგენტულ ქირურგიულ ჩარევას (MOPED – Management and Outcomes of Perioperative Care of European Diabetic Patients). პროექტი ტარდება ევროპის ანესთეზიისა და რეანიმატოლოგიის საზოგადოების (ESAIC) ეგიდით და მისი კოორდინატორი საქართველოში არის დავით ტვილდიანის ასოცირებული პროფესორი თამარ მაჭარაძე. დღესდღეობით არ არსებობს ერთი საერთო პრაქტიკული გაიდლაინი ქირურგიული ჩარევის მქონე დიაბეტიანი პაციენტის პერიოპერაციული მართვის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია მასშტაბურ პაციენტების რაოდენობაზე. აღნიშნული სამეცნიერო შრომა ემსახურება გაიდლაინის შექმნას დიაბეტიანი პეციენტებისათვის, რომელნიც გადიან ქირურგიულ ჩარევას. კვლევა ხორციელდება საქართველოს სხვადსხვა კლინიკაში და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიდან, თამარ მაჭარაძის ხელმძღვანელობით, მეექვსე კურსის სტუდენტმა თეკლა ნათიძემ და მეხუთე კურსის სტუდენტმა ელენე ჯაფარიძემ, „Geoanestheisa 2023“ კონფერენციაზე გააკეთეს დამოუკიდებელი პოსტერული მოხსენებები: 1. ე.ჯაფარიძე, გ. ჯანაშვილი, ც.სამადაშვილი, გ. ქაჩლიშვილი, თ.მაჭარაძე; „დიაბეტიანი პაციენტების გამოსავალი ქირურგიული ჩარევის შემდეგ“ და 2. თ. ნათიძე, გ.გრიგოლია, ხ.ფრუიძე, თ.მაჭარაძე; „დიაბეტიანი პაციენტების გამოსავალი კარდიოქირურგიული ჩარევის შემდეგ“.