Back

საუნივერსიტეტო კამპუსი, რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავში  სტუდენტებს სთავაზობს  სასწავლო და საცხოვრებელ სივრცეებს:

სასწავლო აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ ოთახებს, კაფეტერიას, სავარჯიშო და გასართობ სივრცეს. საუნივერსიტეტო კამპუსში საცხოვრებელი პირობები სრულად არის მორგებული სტუდენტთა  უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და ორიენტირებულია მათთვის  კომფორტული გარემოს შექმნაზე.

კამპუსის შენობა სრულად აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემებით.

სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ  სასტუმროს ტიპის 4 ადგილიანი, 2 ადგილიანი და ინდივიდუალური საცხოვრებელი ოთახებით, ასევე საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

ექსკურსიები:  უნივერსიტეტის მიერ, უცხოელი სტუდენტებისათვისსაქართველოს ისტორიული მემკვიდრეობისა და უნიკალური ქართული კულტურის გაცნობის მიზნით ეწყობა ექსკურსიები სხვადასხვა ქალაქებში. ექსკურსიის ფარგლებში სტუდენტები სტუმრობენ  ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, რათა გაეცნონ ქვეყნის ბუნებას, მრავალფეროვან კულტურასა და მის მახასიათებლებს.