Back

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია (შემდგომში ცენტრალური ლაბორატორია) დაარსდა უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების განხორციელებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელშეწყობის მიზნით.

ცენტრალურ ლაბორატორიაში ხორციელდება როგორც ფუნდამენტური, ისე გამოყენებითი კვლევები  და შედგება 5 თემატური ლაბორატორიისაგან, ესენია: გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი, ელექტროფიზიოლოგიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობენ ერთმანეთთან და აწარმოებენ მულტიდისციპლინურ კვლევებს; პათომორფოლოგიური და ბიოქიმიური ლაბორატორიები, ამჟამად  ფორმირების პროცესშია. 

ცენტრალური ლაბორატორია ეხმარება სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო კვლევით  საქმიანობაში, უშუალო მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და დანერგვაში, აითვისონ შესაბამისი ლაბორატორიულ-მეთოდოლოგიური და სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

ლაბორატორია მოიცავს ექსპერიმენტული  და ინსტრუმენტული კვლევების ოთახებს, აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო და კომპიუტერული ტექნიკით. ცენტრალური ლაბორატორიის თანამშრომლები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივ თემატურ კონფერენციებში, აქვეყნებენ სტატიებს მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში და თანამშრომლობენ მსოფლიოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან. 

მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის კვლევების სფეროა: გამოყენებითი მიკრობიოლოგია, ბაქტერიოფაგები და ფაგოთერაპია. 

სურათი 1.2. მიკრობიოლოგიური ლაბორატორია

ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში შესაძლებელია რიგი ელექტროფიზიოლოგიური კვლევის განხორციელება. ლაბორატორიის ინტერესის სფეროს მიეკუთვნება ქერქის ელექტრული ნეირონული აქტივობის  შესწავლა.

სურათი 3.4. ელექტროფიზიოლოგიური ლაბორატორია

გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი ლაბორატორიის შესწავლის საგანია კოსმოსური ამინდისა და გეომაგნიტური ქარიშხლების ზეგავლენის შესწავლა ადამიანის კარდიოვასკულურ, ცენტრალურ და ვეგეტატურ ნერვულ სისტემებზე, შესაბამისი სტრეს რეაქციების გაზომვით, გულის რიტმის ვარიაბელობის, ელექტროკარდიოგრაფიის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და ნეიროქცევითი ცვლილებების შეფასების  მეთოდების გამოყენებით.

სურათი 5. 6. გარემო ფაქტორების ზეგავლენის შემსწავლელი ლაბორატორია

2014-2016 წლებში, ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრის გრანტი (ISTC, project G-2094 “Elaboration of a universal test of magnetosensitivity” http://www.istc.int/en/project/B569F5326165AE1044257C3E003BB52D).

პროექტის შედეგების იმპლემენტაციის საფუძველზე ლაბორატორიაში შესაძლებელია ბიოსამედიცინო და მაგნიტობიოლოგიური კვლევების განხორციელება, გეომაგნიტური ველის ექსპერიმენტული იმიტაციისა და კომპენსაციის მეშვეობით.

2018 წელს ლაბორატორიის სამეცნიერო კვლევითმა ჯგუფმა მიიღო საქართველოს პატენტი IPR P 6823, Bulletin of Patents, 20 (480), „გეომაგნიტური ქარიშხლების მოდელირების ხერხი“- ს შემუშავებისათვის.

პუბლიკაციები 2022:

  1. K. Janashia, A.Chikviladze, A. Ramishvili, L. Mikeladze, A study of mental activity among healthy medical students using a virtual model to investigate acute cognitive stress effects, European Journal of Education Studies, 9 (8):305-317, 2022, DOI:http://dx.doi.org/10.46827/ejes.v9i8.4438
  2. K. Janashia, A. Chikviladze, G. Sanadiradze, A. Ramishvili, N. Tvildiani; An experimental study of mental activity in healthy individuals using simple and complex sensorimotor reactions time to various visual stimuli, Acta Physiologica v236, s725, 819-820,https://europhysiology2022.org/wp-content/uploads/APHA_v236_s725_FinalPDF.pdf
  3. A. Ramishvili, K. Janashia, L. Tvildiani, G. Ramishvili; Different baseline autonomic self-regulation in healthy males causes different sensitive reactions to high geomagnetic activity, Acta Physiologica, v236, s725, 967-968,https://europhysiology2022.org/wp-content/uploads/APHA_v236_s725_FinalPDF.pdf
  4. N. Invia, Z. Gurtskaia, K. Janashia, L. Tvildiani, Geomagnetic storms magneto active compensation and simulation device, 5th Virtual Congress on Materials Science & Engineering, Outlining the Importance of Materials Science for a Better Future, Materials Info 2022, Book of abstract, p. 35,https://materialsinfo.mindauthors.com/
  5. A. Ramishvili, K. Janashia, L. Tvildiani, Investigation of the effects of geomagnetic storms on healthy males heart rate autonomic regulation, in natural and simulated conditions, using geomagnetic field time-varying component compensation technology, Proceedings of 19th international medical Ph.D. conference, Hradec Králové, Czech Republic, 24-25 November.

 

პუბლიკაციები:

  • K. Janashia, A. Tsibadze, L. Tvildiani, N. Invia, V. Kukhianidze, G. Ramishvili, Effects of magneto active compensation of geomagnetic field on heart rate variability of healthy males, J. Sun and Geosphere, v. 5, n. 1, 29. 01. 2020, in press.
  • K. Janashia, L. Tvildiani, T. Tsibadze, N. Invia, V. Kukhianidze, G. Ramishvili, Reactions of the Autonomic Nervous System of Healthy Male Humans on the Natural and Simulated Conditions of the Geomagnetic Field, American Journal of Clinical and Experimental Medicine. Vol. 8, No. 4, 2020, pp. 69-76. doi: 10.11648/j.ajcem.20200804.12
  • ლ. ტვილდიანი, ქ. ჯანაშია, თ. ციბაძე, ნ. ინვია, „ჯანმრთელი ვაჟების ვეგეტატიური ნერვული სისტემის რეაქცია კომპენსირებული და იმიტირებული გეომაგნიტური ქარიშხლების ზემოქმედებაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ბიომედიცინის სერია, საქართველოს ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების IV საერთაშორისო ყრილობის მასალები, ტ. 45, #3-4, გვ. 193, თბილისი, 2019, ISSN-0321-1665
  • პროექტის შედეგების მიხედვით გაკეთდა პრეზენტაცია „Humans’ Sensitive Reactions during Different Geomagnetic Activity: an Experimental study in Natural and Simulated Conditions. “Sixteenth European Space Weather Week”, ლიეჟი, ბელგია, 18-22 ნოემბერი, 2019,http://www.stce.be/esww2019/program/session_details.php?nr=2
  • Janashia, K; Tvildiani, L; Tsibadze, T; Invia, N, (2022), Effects of the Geomagnetic Field time – varying components compensation as evidenced by heart rate variability of healthy males, J. Life sciences in Space research, 32: 38-44, https://doi.org/10.1016/j.lssr.2021.10.003
  • L. Tvildiani, K. Janashia, A. Tsibadze, N. Invia, and E. Kubaneishvili, Georgian patent 6823 (invention), Bulletin of Patents, 20 (480), “The method of the modeling of geomagnetic storms” 2018. This patent was awarded by “Silver Prize” on the „14th Korea International Women’s Invention Exposition – KIWIE 2021“, https://www.kiwie.or.kr/bbs/board.php?bo_table=notice_eng&wr_id=44

ეთიკური ასპექტი

ცენტრალურ ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევების ეთიკური სტანდარტები სრულ შესაბამისობაშია: საქართველოს კანონმდებლობასთან,  ჰელსინკის დეკლარაციასა და მონაცემთა დაცვის პირობებთან. კვლევებში მონაწილე ყველა პირი იძლევა წერილობით თანხმობას კვლევებში მონაწილეობაზე. კვლევები ხორციელდება აშშ ჯანმრთელობის ინსტიტუტის  კლინიკური კვლევების განხორციელების გაიდლაინების მიხედვით (https://clinicaltrials.gov/ct2/about-studies/learn). გამოყენებული ინსტრუმენტული კვლევების პროცედურები და მეთოდები არაინვაზიურია და დამტკიცებულია შესაბამისი გაიდლაინების საფუძველზე.