Back

თეთრი ხალათების ცერემონია

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში თეთრი ხალათების გადაცემის ცერემონია ტრადიციულ ხასიათს ატარებს.

აღნიშნული ტრადიციით, მესამე კურსის სტუდენტების სწავლების საბაზისო ნაწილიდან სწავლების კლინიკურ ნაწილზე გადასვლა აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს უნივერსიტეტის დეკანი თეთრ ხალათებს აცმევს და სწავლების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც თეთრი ხალათების გადაცემის ცერემონიას ახალი ტრადიცია დაემატა.

ღონისძიების  განმავლობაში თეთრი ხალათის ჩაცმის შემდგომ სტუდენტები სპეციალურად

ამ დღისთვის შექმნილ სამახსოვრო ნახატზე ანაბეჭდებს ტოვებენ, რაც ჩვენივე უნივერსიტეტის სივრცეში გამოიფინება.

ახალწვეულთა ღონისძიება  

უნივერსიტეტის ისტორიაში უკვე ტრადიციად იქცა ყოველწლიურად, ქ. რუსთავის საუნივერსიტეტო კამპუსში გამართული ახალწვეულთა (პირველკურსელთა)  წვეულება ე.წ “Freshmen Party”. ღონისძიების ორგანიზატორები ამავე უნივერსიტეტის

დამამთავრებელი კურსის სტუდენტები არიან. წვეულება ძალზე სახალისოა და დატვირთულია  სხვადასხვა გასართობი აქტივობით. სტუდენტები სპეციალურად ამ დღისთვის ხელნაკეთი,  ორიგინალური დეკორაციებით აფორმებენ სივრცეს.

ჩვენი უცხოელი სტუდენტები, საინტერესოდ დაგეგმილი საკონცერტო ნომრებითა და ნაციონალური თუ თანამედროვე ცეკვებით დამსწრე საზოგადოების განწყობაზე ზრუნავენ.

ღონისძიების დასასრულს, ჟიურის წევრების მიერ ვლინდება მისტერ და მისის ახალწვეულის ნომინაციებში გამარჯვებული რომელთაც გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.