Back

მმართველი ჯგუფი

Picture1
დიმიტრი ტვილდიანი
დამფუძნებელი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
avatar-1577909_1280
ლევან ტვილდიანი
რექტორი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სერგო თაბაგარი
სერგო თაბაგარი
პრორექტორი
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
avatar-1577909_1280
მალხაზ კოკიჩაშვილი
პრორექტორი
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
გურამ სანადირაძე
გურამ სანადირაძე
პრორექტორი
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
avatar-1577909_1280
ნიკოლოზ გოგუაძე
კანცლერი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

პირველადი ორგანო სამეცნიერო და პედაგოგიური აქტივობების თვალსაზრისით, რომელიც განიხილავს სტრატეგიულ გეგმას, აკადემიურ, სამეცნიერო-კვლევით აქტივობებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ გეგმასთან კონტექსტში, ამტკიცებს ფაკულტეტზე განსახორციელებელ სასწავლო პროგრამებს. ჩართულია პროფესორების არჩევის პროცედურებსა და ნომინაციაში უფლებამოსილების ფარგლებში. მისი საქმიანობა ეფუძნება აკადემიურ თავისუფლებას განსაზღვრულს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებითა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით. თავისი საქმიანობით ცდილობს უნივერსიტეტთა დიდი ქარტიის პრინციპების დამკვიდრებას. აკადემიური საბჭოს ფორმირების წესი დადგენილია უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებით და მისი წევრები არიან: ყველა არჩეული პროფესორი და ასოცირებული პროფესორი; საბჭოს წარმოდგენილი არიან სტუდენტები, მათ შორის SYSSA -ს გამგეობის წევრი სტუდენტები (არანაკლებ 2 სტუდენტისა) და სტუდენტური წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი 12 სტუდენტი (იმ დათქმით, რომ მათგან 6 ქართულენოვან და 6 ინგლისურენოვან სექტორს, თითოეულ კურსს წარმოადგენს). საბჭოს შეიძლება ყავდეს საპატიო და ასოცირებული წევრები, რომლებიც არიან – იმ კლინიკის წარმომადგენლები, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები გადიან მეცადინეობებს; ამასთან, სტუდენტებისა და საპატიო/ასოცირებული წევრების ჯამური რაოდენობა უნდა იყოს საბჭოს წევრი, არჩეული აკადემიური პერსონალის რაოდენობის არაუმეტეს 1/3;

საბჭოს ყავს სწავლული მდივანი.

თვითმმართველი ადმინისტრაციული მართვის ორგანო, რომელიც განიხილავს რექტორის ქვემდებარე შიდა რეგულაციებს, ბიუჯეტირების გეგმებს, სხვა დოკუმენტებს, ანგარიშებს და განცხადებებს; განიხილავს უნივერსიტეტის საორგანიზაციო ერთეულების ჩამოყალიბების საკითხებს, ამტკიცებს დეკანის მიერ წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს.

საბჭოს თავჯდომარეობს რექტორი.

საბჭოს ყავს მუდმივი და მოწვეული წევრები, მდივანი.

მუდმივი წევრები: პრორექტორები, დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, საქმის წარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აკადემიური საზოგადოების 8 წევრი (მათგან 4 აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი და 4 სტუდენტი).

მოწვეული წევრები:

სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები; ნებისმიერი პირი თუ ეს აუცილებელია საკითხის გასარკვევად.

კოლეგიური ორგანო, რომელიც შექმნილია ფაკულტეტის მიერ მიწოდებული დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამების, სადოქტორო პროგრამებისა და სარეზიდენტო მომზადების პროგრამებში სწავლისა და პროფესიული მზადების მაღალ დონეზე შენარჩუნებისათვის, მათი მონიტორინგისა და შეფასების გზით.

ფაკულტეტის საბჭო ახორციელებს: ფაკულტეტის მიერ განხორციელებულ პროგრამებში რიცხულ სტუდენტთა და რეზიდენტთა აკადემიური მოსწრების და პროფესიული მზადების შედეგების შესახებ ინფომაციის განხილვას და შეფასებას; ფაკულტეტზე არსებულ აკადემიურ და სარეზიდენტო პროგრამათა მდგრადობაზე ზრუნვას; დოქტორანტთა ინდივიდუალური პროგრესის შესახებ სადოქტორო კომიტეტის ინფორმაციის მოსმენასა და დამტკიცებას; უნივერსიტეტის ოფიციალურ პუბლიკაციებში აკადემიურ პროგრამათა წარდგენას;

ფაკულტეტის საბჭოს წევრები არიან:

სასწავლო დეპარტამენტების წარმომადგენლები (ქვორუმისთვის აუცილებელია სასწავლო დეპარტამენტებიდან მინიმუმ თითო წარმომადგენელი მაინც).

სტუდენტები: 2 წევრი საბაზისო და  2 წევრი კლინიკური სწავლების კურსიდან.

დეკანის მოადგილეები და დეკანის ასისტენტი.

საბჭოში სათათბირო ხმის უფლებით შედიან:

სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის ადმინისტრატორი, ბიბლიოთეკის დირექტორი, კოორდინატორები, ასევე სხვა ადმინისტრაციული ოფისების წარმომადგენლები (დეკანის წინადადებით). 

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.

ფაკულტეტის საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც ინიშნება საბჭოს თავმჯდომარის მიერ, საბჭოს სხდომების ორგანიზება/ადმინისტრირების მიზნით.

ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (რეზოლუციები) წარედგინება რექტორს/რექტორის საბჭოს შესაბამისი ბრძანების გამოცემის მიზნით.

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პრორექტორი სტრატეგიული გავნითარებისა და მართვის დარგში.
დეპარტამენტი ხელს უწყობს მმართველი ჯგუფის მუშაობას, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებას, საუნივერსიტეტო საქმიანობაში არსებული მდგომარეობის თვითშეფასების სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძნებით; მისი საქმინობა მოიცავს სტრატეგიული გეგმის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულამდე დაყვანას, უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ინტერნაციონალიზაციაზე ზრუნვას.
დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროში შედის უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტი.

დადგენილი (მინიმუმ 2 წლის) ვადით შექმნილი წამომადგენლობითი ორგანო, რომელიც იხილავს დისციპლინური გადაცდომის საკითხებს; შემადგენლობა განისაზღვრება აკადემიური და რექტორის საბჭოს შემადგენლობიდან. დისციპლინარული კომიტეტი შედგება: სამი ადმინისტრაციის, სამი აკადემიური შემადგენლობის წევრის, დისციპლინარული ოფიცერისა და სტუდენტთა წარმომადგენლობისაგან. ამასთან სტუდენტური წარმომადგენლობის რაოდენობა არ შეიძლება იყოს სრული შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები. დისციპლინარულ კომიტეტში სტუდენტები წარმოდგენილი არიან – მე-2 – მე-6 კურსის თითო და SYSSA-ს გამგეობის ან მის მიერ დასახელებული საზოგადოების წევრი ერთი სტუდენტით. კომიტეტი მოიწვევა დისციპლინარული გადაცდომის დაფიქსირებისას, დისციპლინარული ოფიცრის ან/და მის გარეშე. დისციპლინარული კომიტეტი იხილავს აკადემიური გადაცდომის საკითხებს (ასევე უნივერსიტეტში მოქმედი შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ დისციპლინარულ გადაცდომებს), იღებს სანქციის გამოყენების ან/და გადაცდომის არ არსებობისა და საკითხის განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.

უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს როგორც, კვლევებისა და ზოგადი ინსტიტუციური მენეჯმენტის შეფასებას, ასევე  უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობის სტანდარტებისა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას; მჭიდროდ თანამშრომლობს ხარისხის კონტროლის გარე სააგენტოებთან.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არის აკადემიური საზოგადოების წევრი – პროფესორი;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყოველწლურად ქმნის ხარისხის უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფს. ჯგუფის წევრების შერჩევას ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი და კანდიდატები შეირჩევიან უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების წევრებიდან, შესაძლებელია იყვნენ დამსაქმებლისა და კურსდამთავრებულთა წარმომადგენლები.