Back

მისია

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

მისია

მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.

მისიის შესრულებისას უმაღლესი სასწავლებელი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

სწავლების, სწავლის, კვლევისა და მენეჯმენტის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების რეალიზება;

სწავლებისა და კვლევებისათვის ოპტიმალური გარემოს შექმნის პროცესის ხელშეწყობა;

მედიცინის დარგში ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე სასწავლებლის როლის ზრდა;

განათლებაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანა.

მიზნები

1. სწავლების ხარისხი. საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და ინტეგრირების ხარისხის ზრდა.

2. კვლევის ხარისხი. უნივერსიტეტის სამეცნიერო გარემოს განვითარება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების ზრდის მეშვეობით.

3. ადამიანური რესურსის ხარისხი. არსებული აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა; ახალი რესურსების მოზიდვა.

4. ხელმძღვანელობისა და მენეჯმენტის ხარისხი. ხელმძღვანელობის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების უწყვეტი გაუმჯობესება.

5. კოლაბორაცია. ურთიერთთანამშრომლობის შენარჩუნება და გაზრდა ეროვნულ, ევროპულ და საერთაშორისო დონეზე.

6. ფინანსური რესურსების ეფექტური გამოყენება. ფინანსური რესურსების მიმართვის გეგმაზომიერობის, მიზნობრივობისა და რაციონალურობის ხარისხის გაუმჯობესება.

7. ინფრასტრუქტურა და გარემო. უნივერსიტეტის სასწავლო გარემოს გაუმჯობესება; სასწავლო, სამეცნიერო, საინფორმაციო ბაზის განვითარება.

8. სტუდენტთა ჩართულობა/მონაწილეობა. სასწავლებლის ცხოვრებაში სტუდენტების უშუალო ჩართვისა და მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

9. გამოცდილების ინტერნაციონალიზაცია. ინტერნაციონალურ კულტურულ დიალოგში ჩართვის ხელშეწყობა.

10. საზოგადოებასთან ურთიერთობები. საზოგადოებისათვის სამსახური ცხოვრების ხარისხის, კულტურული სიძლიერისა და ინტელქტუალური კაპიტალის ზრდით.

11. ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე პოზიციების დამკვიდრება. ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მაღალი ხარისხის უნივერსიტეტის რეპუტაციის მოპოვება.

12. ხარისხის კულტურა. ხარისხის კულტურის განვითარება უნდა გახდეს მთავარი მიზანი: ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების გაფართოება, მათ შორის უმაღლესი სასწავლებლის ფორმალური სტრატეგიული დაგეგმვის პროცესთან კავშირში.