Back

მობილობა – სტუდენტის უფლება უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში, შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ, სწავლა გააგრძელოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისა და სხვა უმაღლეს დაწესებულებაში გადასვლის საფასურის გადახდის შემდეგ.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების მობილობა ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

მობილობის ვადების, ვაკანტური ადგილებისა და მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის უფლება აქვს პირს, რომლის დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გათვალისწინებით ან/და მის გარეშე და ელექტრონულ პორტალზე მობილობის მსურველად რეგისტრაციის მომენტისათვის აქვს სტუდენტის აქტიური ან შეჩერებული სტატუსი.

მობილობის მსურველი სტუდენტი, მობილობის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე ვალდებულია გამოცხადდეს დავით ტვლდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში და გაიაროს გასაუბრება.

მობილობის მსურველი მოიპოვებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების, უნივერსიტეტისადმი განცხადებით მიმართვისა და პირად საქმეში არსებული დოკუმენტების (მათ შორის საგანმანათლებლო დოკუმენტი და ჩარიცხვის ბრძანება) ასლების წარმოდგენის შემთხვევაში.

რეგიტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტებია:

  • ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
  • ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) დედანი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.eqe.ge

სტუდენტთა შიდა მობილობა

• დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს უფლება აქვთ ისარგებლონ შიდა მობილობის უფლებით;

• უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებში.

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების მე-3 სემესტრიდან მე-5 სემესტრამდე.

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო 1-2 სემესტრის კრედიტ-საათების სრულად დაფარვა.

• შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, რომელიც განთავსდება უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე და გამოიკვრება საინფორმაციო დაფაზე ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

• შიდა მობილობის განხორციელების მსურველი განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტის რექტორს, ბრძანებით დადგენილ ვადაში და შიდა მობილობის მსურველის სტატუსს მოიპოვებს რეგისტრაციის გავლის შემდეგ. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტი კარგავს მობილობის უფლებით სარგებლობის უფლებას;

• პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტურ ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, ხოლო კონკურსის შემთხვევაში ყურადღება მიექცევა GPA-ს.

• შიდა მობილობის წესით სტუდენტის გადასვლის შესახებ გამოიცემა რექტორის ბრძანება, ხოლო ხუთი დღის ვადაში ინფორმაცია აისახება სტუდენტთა ერთიან რეესტრში.