Back

კარიერული განვითარება თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი მზარდი და წარმატებული დაწესებულების, განსაკუთრებით უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტრატეგიის განუყოფელი მიმართულება გახდა, რომელიც დასახული მიზნის მიღწევასა და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ხარისხიანი სწავლების დაგეგმვას უწყობს ხელს.

მისია

უნივერსიტეტში არსებული სასწავლო პროცესის სრულყოფილი გააზრება სწავლის საბოლოო გამოსავლების, მიღებული ცოდნის პრაქტიკული განხორციელების, სწავლების გამოყენებითი შედეგების თვალსაჩინო წარმოჩენის გზით.

საქმიანობის არსია კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდა კადრების, ასევე დაბალ კურსებზე მყოფი სტუდენტების შესაძლებლობების, ინტერესების, სურვილებისა და საჭიროებების შესწავლა, მათი მოქცევა მიზანმიმართულ კალაპოტში, ხელშეწყობა და თანადგომა განხორციელებაში-შესაფერის დასაქმებასა და კარიერულ ზრდაში.

ხედვა

საკუთარი პროფესიული გზის მკაფიო ხედვა და მუდმივი ზრდისა და განვითარებისადმი სწრაფვა ამაღლებს ხარისხიანი განათლების მიღების მოტივაციას როგორც სტუდენტებისათვის, ისე უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის, ხელს უწყობს სასწავლო პროცესის განვითარებას, უნივერისტეტის ზრდა- გაფართოებასა და ინოვაციური საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კლინიკური პროექტების დაგემვა-განხორციელებას.


დებულება

ინდივიდუალური კონსულტაციები: სამშაბათი- 9:00-11:00, ოთხშაბათი -16:00-18:00

ჯგუფური კონსულტაცია -პარასკევი -16:00-18:00

Email: e.sanikidze@dtmu.edu.ge

კარიერული განვითარების ცენტრს ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი, დტსუ პროფესორი ეკა სანიკიძე.