Back

2023 წელს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში დაარსდა საგანმანათლებლო კლუბი “Library friends’ Club ქართული“ დეფნი ჰეარის სახელობის ბიბლიოთეკა უნივერსიტეტში ის ადგილია, რომელსაც ინტერნაციონალური სტუდენტები სტუმრობენ, ეცნობიან სახელმძღვანელოებს და აქტიურად იყენებენ სამკითხველო სივრცეს.

უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტებისათვის, ქართული ენის სწავლა პირველივე სემესტრიდან ხდება.  გარდა ენის შესწავლისა  ლექტორები აცნობენ საქართველოს ისტორიას და ტრადიციებს, რათა მათთვის უფრო გამარტივდეს სხვა კულტურასთან ადაპტირება.

კლუბის დაარსების ინიციატივა უფროსკურსელებს ეკუთვნით,რადგან მათი აზრით, ყველაზე უკეთ თავად შეუძლიათ განუმარტონ ახალჩამოსულ სტუდენტებს ყველა ის სიახლე, რაც თავად აღმოაჩინეს უცხო ქვეყანაში.

კლუბის შექმნამ, ასევე ხელი შეუწყო ქართველი და ინტერნაციონალური სტუდენტების ინტეგრაციას. დაიგეგმა რამდენიმე საერთო პროექტი.

კლუბის სამუშაო გეგმა მოიცავს,როგორც საინფორმაციო და კულტურულ პროექტებს, ასევე საქველმოქმედო საქმიანობასაც.