Back

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი დეპარტამენტი

ხელს უწყობს დროებით ან მუდმივ თანამშრომლობას აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა შორის უნივერსიტეტის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

მიზანი:

ხელი შეუწყოს ბიოსამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერორში აქტუალური კვლევების განხორციელებას უნივერსიტეტის ბაზაზე და უზრუნველყოს დოქტორანტების და მედიცინის ფაკუტეტის სტუდენტების სამეცნიერო კვლევითი უნარების განვითარება.

ფუნქციები:

  • უნივერსიტეტის აკადემურ პერსონალს, დოქტორანტებსა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის თანამშრომლობის კოორდინირება ბიოსამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევით პროექტების განხორციელების მიზნით;
  • საქრთველოსა და სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კოორდინირება ბიოსამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით;
  • აკადემიური პერსონალის, დოტორანტებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ინფორმირება ბიოსამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსების შესახებ;
  • უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ შემოტანილი ახალი სამეცნიერო-კვლევით წინადადებების განხილვა ადგილობრივ და/ან მოწვეულ დარგობრივ ექსპერტებთან;
  • უნივერსიტეტის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებამდე კვლევის პროტოკოლის  უნივესიტეტის ეთიკის კომიტეტის მიერ განხილვის უზრუნვლეყოფა;
  • უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მონიტორირება;
  • დოქტორანტებისთვის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საკონსულტაციო მომსახურეობის უზრუნველყოფა:
    • სააგრანტო განაცხადის შემუშავებაში;
    • კვლევის პროტოკოლის შემუშავებაში;
    • საკვლევ მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტების შემუშავებაში;
    • საკვლევ მონაცემთა სტატისტიკური ანალიზის განხორციელებაში;
    • სამეცნიერო სტატიის მომზადებასა და გამოქვეყნებაში;
    • სამეცნიერო  ლიტერატურის მოძიებასა და დამუშავებაში;
  • სამეცნიერო ნაშრომის შეფასება პლაგიატის გამორიცხვის მიზნით;
  • აკადემიური პერსონალის, დოქტორანტებისა და მედიცინის ფაკულტეტების სტუდენტების სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზების ხელშეწყობა;
  • მეცნიერებისა და კვლევის ეთიკის თეორიისა და პრაქტიკის შემდგომი განვითარება და სრულყოფა.

საკონტაქტო პირი

ასოც.პროფესორი ილია ნადარეიშვილი

ელ.ფოსტა: i.nadareishvili@dtmu.edu.ge