
აშშ-ს რეზიდენტურა
უნივერსიტეტის სახელით ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს — ნინო ღუდუშაურს და ირაკლი ლემონჯავას — რომლებმაც წარმატებით დაასრულეს რეზიდენტურა აშშ-ში შინაგან მედიცინაში.
ტრადიციულად, პროგრამის დასრულებისას ერთ საუკეთესო კურსდამთავრებულს ენიჭება „წარჩინებული კურსდამთავრებულის“ სტატუსი და შესაბამისი სერტიფიკატი.
თუმცა, მიმდინარე წელს გამონაკლისი დაუშვეს და სამი გამორჩეული რეზიდენტი დააჯილდოვეს, სამივე — ქართველი. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ორი DTMU კურსდამთავრებულია: ირაკლი ლემონჯავა და ნინო ღუდუშაური