Back
ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
ელექტრონულ ბაზებში წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევითი
ჟურნალების უმეტესობას მინიჭებული აქვს Thomson Reuters-ისა და
Scopus ციტირების ინდექსი.

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies – წარმოდგენილია ჟურნალები და წიგნები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების,  ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.  მონოგრაფიები,სახელმძღვანელოები და ცნობარები.

Cambridge Journals Online – წარმოგვიდგენს ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებების, აგრეთვე საბუნებისმეტყველო მიმართულებების ჟურნალებს, მათ შორისაა: ასტრონომია, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, პოლიტიკა, სამართალი, მენეჯმენტი, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ხელოვნება, მასმედია და კომუნიკაცია.

e-Duke Journals Scholarly Collection – წარმოდგენილია ჟურნალები შემდეგი მიმართულებით: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო ურთიერთობები, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია

 

SAGE Premier – წარმოდგენილია სამეცნიერო სტატიები ჰუმანიტარული, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მედიცინის სფეროს რეიტინგული ჟურნალებიდან.

 

Mathematical Sciences Publishers Journals  – წარმოდგენილია 17 რეფერირებადი ჟურნალი მათემატიკისა და მომიჯნავე დისციპლინებიდან, რომელთა ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.

Royal Society Journals Collectionწარმოდგენილია ბიოლოგიური მიმართულების სამეცნიერო ჟურნალები. აგრეთვე მასალები ფიზიკის, მათემატიკის და მათი მომიჯნავე დარგობრივი დისციპლინებიდან.

IMechE Journalsმონაცეთა ბაზაში წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე არსებული ჟურნალები, რომელთა ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. აქვე შეხვდებით სამედიცინო და სპორტის ინჟინერიას, აგრეთვე საავიაციო და მანქანათმშენებლობის საინჟინრო მიმართულებებს.

ACM Digital Libraryბაზაში წარმოდგენილია ჟურნალები, საკონფერენციო მასალები, გაზეთები, ვებსაიტები და მულტიმედია ფაილები. აგრეთვე კომპიუტერული ლიტერატურის გზამკვლევები, და სხვა ციტირებულ ნაშრომები. ძირითადი მიმართულებაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება.

European Respiratory Journalკლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულების ბაზა, სადაც       წარმოდგენილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმფაქტ-ფაქტორი 24.9 შეადგენს.

The Company of Biologists’ Journalsწარმოგიდგენთ ჟურნალს, რომელიც მოიცავს ორგანიზმის განვითარების, უჯრედული მეცნიერების და ექსპერიმენტული ბიოლოგიის სფეროებს.

OpenEdition Journalsწარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების მიმართულებით. ბაზას აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.

Mathematical Sciences Publishers Journals

The Company Biologists’ Journals

The ACM Digital Library (DL)

Scopus

Science Direct

  • Over 7 million students
Edit widget and choose a menu