
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი WFME-ის 2025 კონფერენციაში მონაწილეობა
25-28 მაის ქ. ბანგკოკში (ტაილანდი) ჩატარდა World Federation for Medical Education Conference, სახელწოდებით – Health for All – Through Quality Medical Education. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი პროფ. სერგო თაბაგარი და სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი პროფ. ნინო თაბაგარი.
კონფერენციის თემების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა შედარებით ახალ, ე.წ. მედიცინის მომავლის ხედვას და ამ კონტექსტში ახალი უნარების საკითხს: E-პაციენტებთან მუშაობის, AI უნარებს, ChatGPT და მსგავს ციფრულ ტექნოლოგიების გამოყენების სწავლას, AI პრაქტიკულად განიხილებოდა როგორც სამედიცინო გუნდის ახალი წევრი.
კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ გამოწვევებად რჩება ეთიკური საკითხები, სამედიცინო სკოლების სოციოეთიკური და ასევე ბიოეთიკის სამედიცინო კურიკულუმში მიწოდების თემები: ასევე ინოვაციური (უფრო მოქნილი) მიდგომები ფაკულტეტის განვითარების. სპეციალური პლენარული სესია მიეძღვნა სამედიცინო განათლების აკრედიტაციას: მის შედეგებს ქვეყნებისთვის, სკოლებისა და გლობალურად.





