
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისის შეხვედრა
2025 წლის 21 ნოემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივრსიტეტში გაიმართა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისისსაინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის კვლევებთან და საერთაშორისო პროექტების მართვასთნ დაკავშირებული ადმინისტრაციული შტატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, თსსუ სამეცნიერო -საგრანტო ოფისის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩაძე და გაფართოებისა (WIDENING)და ევროპული კვლევითი სივრცის (ERA) ეროვნული პირი ნინო როდონაია.
შეხვედრაზე სრულად იქნა წარმოდგენილი „ჰორიზონტი ევროპა“-ს და ასევე საქართველოში ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი სტრუქტურის მუშაობის პრინციპები და თავისებურებები; ამ უმნიშვნელოვანესი (და უმსხვილესი) ფონდის ქვეშ გაერთიანებული სხვადასხვა საგრანტო კონკურსები, მათი სამიზნე მკვლევართა აუდიტორიები, კვლევითი პრიორიტეტები, გრანტის (აპლიკაციათა) მომზადების პრინციპები; ასევე, რაც მნიშვნელოვანია, პროექტების დაგეგმვის მომზადებისა და წარდგენისთვის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ოფისის ხელთ არსებული მხარდამჭერი მექანიზმები.
შეხვედრამ საშუალება მისცა დტსუ-ს ადმინისტრაციულ შტატს უკეთ გაცნობოდა ამ ძალიან კომპლექსური საგრანტო კონკურსის პირობებს; მეტიც, სტუმრების მიერ წარმოდგენილი მაგალითების (წარმატებული ან წარუმატებელი დაფინანსებით) საფუძველზე საკუთარ კონტექსტში გაეაზრებინა დტსუ-ს შესაძლებლობები მომავალში აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მეტად წარმატებული საქმიანობის დასაგეგმად
შეხვედრამ ჩაიარა კოლეგიალურ, კონსტრუქციულ გარემოში, იყო მაქსიმალურად (შეხვედრის ფორმატის გათვალისწინებით) ინფორმაციული და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი თანამშრომლობისა და მისი შედეგების თვალსაზრისით, უაღრესად მამოტივირებელი დტსუ-ს წარმომადგენლებისთვის.






