
ევროპის სამედიცინო სკოლების (AMSE) კონფერენცია
16 – 18 ოქტომბერს ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში გაიმართა ევროპის სამედიცინო სკოლების (AMSE) კონფერენცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, აზიის ამერიკის და ავსტრალიის სამედიცინო სკოლების წარმომადგენლებმა, მათ შორის წევრმა ინსტიტუციებმა საქართველოდან. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივესიტეტის სახელით მონაწილეობა მიიღეს: პროფესორებმა ს.თაბაგარმა, გ.სანადირაძემ და თ. თალაკვაძემ და ასევე PhD სტუდენტებმა: პ. ცაგარეიშვილმა და მ.ყაჭეიშვილმა.
ჩეხეთის მხრიდან კონფერენციის ორგანიზატორი იყო ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტი. კონფერენციის ცენტრალური თემა “The Backbone of Academic Medicine: Strengthening the Ties Between Universities and Teaching Hospitals in Europe.” რომელიც ასახავდა სამედიცინო განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. პროგრამის მიხედვით კონფერენცია დაიწყო პრეკონფერენციების სესიებით, რომელებიც ეძღვნებოდა აღნიშნულ საგანმანათლებლო ინოვაციებს. ამ, აუდიტორიისთვის ძალზედ საინტერესო თემების ირგვლივ სესიები ჩატარდა მაქსიმალურად ინტერაქციულ გარემოში.
გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ AMSE- ს პრეზიდენტი პროფესორი ჰარმ პეტერსი (გერმანია); პალაცკის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი მილან კოლარი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე პროფესორი მილან რაშკა.
მოწვეულ მომხსენებლებს შორის იყვნენ პროფესორი რასელ ფრანკო დ’სოუზა (ავსტრალია), პროფესორი რონალდ ჰარდენი (დიდი ბრიტანეთი), პროფესორი იანუშ იანუკოვიჩი (პოლონეთი), პროფესორი მადალენა პატრიციო (პორტუგალია) და სამედიცინო განათლების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები.
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები კონფერენციაზე წარდგნენ სამეცნიერო პრეზენტაციებით: “Fostering an Ethical Culture in Medical Education: Insights from the ETHICS Project”; “Whole Slide Imaging in Medical Education: A Comparative Study of Learning Experience and Engagement Using Cognitive Diagnostic Modeling”; “ A Simple Tool To Evaluate An Educational Schedule’s Capacity To Promote Long Term Attention And Recall”.
კონფერენციის ბოლო დღეს პიტერ დიეტერის ჯილდო გადაეცა პროფესორ ვლადიმერ პალიჩკას (ჩეხეთი), ჰრადეც კრალოვეში ჩარლზის უნივეერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, სამედიცინო განათლებასა და აკადემირ ლიდერობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარების ნიშნად.
ჩვენი უნივერსიტეტის წარმომადგელებისთვის აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილება მიშვნელოვანი იყო სამედიცინო განათლებაში ახალი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის შესაძლებლობაზე ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების და ასევე AMSE- ს ეგიდით კოლეგებთან არსებული ძველი თანამშრომლობითი ურთიერთობების განმტკიცებისა და ახალი საინტერესო კოლაბორაციული შესაძლებლობების მოძიების თვალსაზრისით.












