ენდოკრინოლოგიის 26-ე ევროპული კონგრესი (ECE 2024)
11-14 მაისს, შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში, ენდოკრინოლოგიის 26-ე ევროპული კონგრესი (ECE 2024) ჩატარდა.
ენდოკრინოლოგიის ევროპულ კონგრესში მონაწილეობა მიიღო 4000-ზე მეტმა ექიმმა 100-ზე მეტი ქვეყნიდან, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა:
სოფო ჯაველიძემ, ანი ფრუიძემ, ვიტალი ვაშაკიძემ ენდოკრინოლოგიის მოწვეული ლექტორის თეა ხუროძის ხელმძღვანელობით წარადგინეს კლინიკური შემთხვევის e-პოსტერ-პრეზენტაცია.
კურსდამთავრებულმა, MD მარიამ ფაილოძემ კი “დტსუ”-ს მოწვეული ლექტორის, ნინო თედორაძის ხელმძღვანელობით წარადგინა
e-პოსტერ-პრეზენტაცია.
კონგრესის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ საინტერესო ინფორმაცია ენდოკრინოლოგიის უახლესი მიღწევების შესახებ.
ECE 2024-ის ერთ-ერთი მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან და სტუდენტებთან კომუნიკაცია, ასევე დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა. ამ ურთიერთობამ ხელი შეუწყო კოლაბორაციულ იდეებს და პოტენციურ პარტნიორობას.
კონგრესი განსაკუთრებით საინტერესო იყო ენდოკრინოლოგიის მომავალზე ფოკუსირებით, მიმდინარე გამოწვევების განხილვითა და განვითარებადი ტენდენციების შესწავლით.
ECE 2024-ზე დასწრებამ არა მხოლოდ გააფართოვა დავით ტვილდიანის სამედიცინოს უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული ჰორიზონტები, არამედ გააძლიერა მათი ვალდებულება პაციენტის შედეგების გასაუმჯობესებლად, მუდმივი სწავლისა და თანამშრომლობის გზით.