ენდოკრინოლოგ ნინო ზავრაშვილის ვიზიტი აშშ-ში
ა. წ. 10-21 ოქტომბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ამჟამად ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ენდოკრინოლოგიასა და კლინიკურ უნარ ჩვევებში -ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მეიოს კლინიკაში, აშშ.
ნინო ზავრაშვილი მუშაობდა მეიოს კლინიკის ენდოკრინოლოგიის, დიაბეტის, მეტაბოლიზმისა და ნუტრიციოლოგიის განყოფილებაში ექიმების ნინა ნეთი (მეიოს კლინიკის ენდოკრინოლოგიის განყოფილების პრაქტიკის ხელმღვანელი; ჰიპოფიზის ექსპერტი), უილიამ იანგი (ამერიკის ენდოკრინოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადების ექსპერტი) და ბართ კლარკი (ამერიკის ძვლის და მინერალური ცვლის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი, ოსტეოპოროზის ექსპერტი) ხელმძღვანელობით.
ვიზიტორ კლინიცისტთა პროგრამის ფარგლებში ნინო ზავრაშვილი ზ/ა ექიმთა გუნდში მუშაობდა ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლის, ძვლის და მინერალების მეტაბოლური დაავადების მქონე პაციენტებთან.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ნინო ზავრაშვილი დაესწრო მეიოს სამედიცინო სკოლაში კლინკური უნარ-ჩვევების სასწავლო პროცესსა და გამოცდების მიმდინარეობას, შეხვედრა შედგა მეიოს კლინიკის სიმულაციური ცენტრის თანამშომლებთან, სასწავლო პროცესში ჩართულ ექიმებს, სტუდენტებსა და სტანდარტიზირებულ პაციენტებს.
აღსანიშნავია, რომ მეიოს კლინიკა ამერიკის რეიტინგით #1 კლინიკაა, ხოლო ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი ქვეყნის ლიდერი უწყვეტად ბოლო 26 წელია.
მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წვლილს შეიტანს დტსუ-ს სასწავლო პროცესში, ენდოკრინოლოგიისა და კლინიკური უნარ-ჩვევების კურსის შემდგომ განვითარებაში.