ეპილეფსიის საერთაშორისო დღე
ეპილეფსიის საერთაშორისო დღე აღინიშნება ყოველი წლის თებერვლის მეორე ორშაბათს. დღე, როდესაც ვერთიანდებით ეპილეფსიის მქონე პირების მხარდასაჭერად.
2018 წლიდან დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) პროფესორები და სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული ეპილეფსიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
წელსაც დტსუ-ს მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა, სადაც ეპილეფსიის დარგის ექსპერტების ჩართულობით საშუალება მიეცათ უშუალოდ პაციენტების მშობლებს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განეხილათ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
სტუდენტებმა ეპილეფსიის შესახებ არსებული სტიგმის შემცირებისა და ეპილეფსიური გულყრის დროს პირველადი დახმარების შესახებ გაავრცელეს საინფორმაციო ფლაერები.