
თათია აფრასიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
თათია აფრასიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
10 მაისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა, ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის თათია აფრასიძის სადისერტაციო ნაშრომის: “პედიატრიული არტერიული იშემიური ინსულტის ეტიოლოგიური, კლინიკური და ნეიროვიზუალიზაციური თავისებურებები, გამოსავალი და შორეული გამოსავლის პრედიქტორები” საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: ნანა ტატიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ); რუდოლფ კორინტენბერგი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: სოფიო ტატიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. დტსუ); ალექსანდრე ცისკარიძე (მედიცინის მეცნიერება დოქტორი, პროფესორი. თსუ); მიხეილ ოკუჯავა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიაუნი).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ თათია აფრასიძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.









