Back

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი პროფილირებული უნივერსიტეტია, რომელშიც საქმიანობს სრულიად განსაზღვრული ინტერესების („სამედიცინო კვლევები“) კადრი; ამასთან თავად „სამედიცინო კვლევები“ (მათ შორის ამ ტექსტში გამოყენების მიზნით) განკუთვნილია კვლევებსა და სამედიცინო ცოდნაზე გამიზნულ აქტივობათა ძალზე ფართო ჩამონათვალზე. შესაბამისად, უნივერსიტეტის პროფესურის სამეცნიერო ინტერესი ორიენტირებულია ”მრავალფეროვან“ სამედიცინო პრობლემატიკის ფართო ჩამონათვალზე (იგულისხმება დაავადებათა სამედიცინო სპეციალიზაციის თვალსაზრისით კუთვნილება: დიაბეტი, ინფექციური დაავადება და ა. შ.) ამასთან, ზემოთ ხსენებული აქტივობა შეიძლება მოიცავდეს როგორც სამუშაოს ჩატარებულს მოლეკულურ, უჯრედულ დონეებზე, ასევე ერთიან მოდელთა (ექსპერიმენტული ცხოველი) დონეზე, კლინიკურ კვლევებსა და ობზერვაციულ დაკვირვებას პოპულაციისა და სუბპოპულაციის დონეებზე, მეტა ანალიზს, ფოკუს ჯგუფებთნ დისკუსიას, ინტერვიუირებას და სხვა სახის კვლევებს.

ბოლო 5 წლის განმავლობაში დტსუ-ს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის ანალიზი აჩვენებს გარკვეულ რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს; კერძოდ ბოლო 5 წლის განმავლობაშიუნივერსიტეტში მოღვაწე 78-მა პედაგოგმა გამოაქვეყნა PubMed-ში ინდექსირებულ ჟურნალებში 120 სტატია, მათ შორის 56 იმპაქტ-ფაქტორიან (ყველაზე მაღალი იმპაქტ-ფაქტორი 45) ჟურნალში; 79 შრომა გამოქვეყნდა ადგილობრივ ჟურნალებში; ასევა უნივერსიტეტის პროფესურა მოხსენებით წარდგა 200-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაზე.

ერთი დარგის (მედიცინის) ფარგლებში ასეთი ფართო ჩამონათვალის ინტეგრაცია შესაძლებელია და დტსუ-ს საერთო კვლევითი ინტერესი ფორმულირდება როგორც: ნორმისა და პათოლოგიის სტრუქტურული და ფუნქციური ბაზისი, დაავადებათა მართვის სტრატეგიის განმსაზღვრელი ფაქტორები და უმაღლესი სამედიცინო განათლების პროფესიონალიზაცია; ამ ინტერესის შესაბამისია ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო პროგრამა, რომელშიც ზ/ა  ინტერესია გათვალისწინებული და კვლევითი კომპონენტი ხორციელდება სამი მიმართულებით:

  • ნორმალური და პათოლოგიური პროცესების სტრუქტურული, მოლეკულური,  ბიოლოგიური და ფუნქციური საფუძვლები, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ორ ქვემიმართულებად:
    •  ბიომარკერების თანამედროვე გამოყენება და მომავალი პერსპექტივები;
    • ადამიანის ორგანიზმის მოლეკულური და უჯრედოვანი რეაქციები პათოლოგიურ პროცესებზე.
  • დაავადებათა ეტიოლოგიის,  კლინიკური მიმდინარეობისა და მკურნალობის, აგრეთვე, პრევენციის, სკრინინგისა და ეპიდემიოლოგიის განმსაზღვრელი ფაქტორები;
  • სამედიცინო განათლების ნოვატორული განვითარების სამეცნიერო საფუძვლები.

უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ მიმდინარე კვლევებს შეაქვს წვლილი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მეცნიერებისა და სამედიცინო პრაქტიკის განვითრებაში: (i) საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამედიცინო პროგრამას, ისევე როგორც ჯანდაცვით სისტემას და მთლიანობაში სამედიცინო პრაქტიკას აქვს კულტურალური მდგენელი და მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნებს შორის. უნივერსიტეტში ჩატარებული ყველა კვლევითი პროექტისთვის (მათ შორის უპირველესად სადოქტორო პროექტის ფარგლებში მიმდინარე) გარდა საკუთრივ სამეცნიერო ღირებულებისა სავალდებულოდ მოთხოვნილია კვლევის შედეგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობათა/რეკომენდაციათა მოწოდება, რასაც ეროვნულ (შესაბამისად რეგიონულ) და საერთო დონეზე წვლილი შეაქვს პაციენტზე ორიენტირებული ახალი ცოდნის შექმნაში; ასევე (ii) ზოგადად, მთელს მსოფლიოში ხშირ (კვდ, ორსულთა პათოლოგიები, დიაბეტი, კიბო) ან იშვიათ (ვესტის სინდრომი, პედიატრიული არტერიული იშემიური ინსულტი) პათოლოგიათა ეტიოლოგიის, პათოგენეზის, მართვის, პრევენციის კვლევის საკითხები ამდიდრებს საერთაშორისო დონეზე საკითხთან მიმართებაში არსებული კვლევის შედეგებს „ხშირ“-ის შემთხვევაში: აღრმავებს პოპულაციური მსგავსების და/ან განსხვავების კუთხით; იშვიათის: მინიმუმ ხელს უწყობს ცოდნის შეგროვებას“); (iii) მონაწილეობს საერთაშორისო კვლევებში (მაგ: ექსფოლიაციური სინდრომის ეპიდგენეტიკური მახასიათებლის კვლევა); (iv) ფოკუსირებს ეროვნულ პრობლემატიკაზე (ტუბერკულოზი) მათ შორის საერთაშორისო კვლევის ფარგლებში (ემორის უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ერთობლივი კვლევა); და ა.შ.

ყველა მათგანი ამა თუ იმ კუთხით ემსახურება დაავადებათა პრევენციის ან ავადმყოფის მოვლის/მართვის გაუმჯობესების საკითხებს, შესაბამისად, საზოგადოებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე  მათი (კვლევათა) სარგებელი ადვილად „იკითხება“ კვლევის მიზნებშივე, ხოლო კვლევის შედეგებზე დაფუძვნებული სამეცნიერო მიგნებების ინტერპრეტაცია პრაქტიკული გამოყენების რეკომენდაციებშია ასახული.

უნივერსიტეტს აქვს, მათ შორის სადოქტორო კვლევის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით გარემოს წევრებთან თანამშრომლობის გამოცდილება; რაც აჩვენებს, რომ უნდა გაგრძელდეს სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად ერთობლივი თანამშრომლობა; სადაც ეს შესაბამისია კოოპერირება კომერციულ და მოგებაზე არაორიენტირებულ სფეროებსა და საზოგადოებრივ სერვისებსა და პრაქტიკებთან გამოყენებითი კვლევების და ექსპერიმენტული აქტივობის პროექტების ფორმატში.

უნივერსიტეტს ასევე აქვს საშუალება (ახლად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში) კვლევითი კოლაბორაცია დაიწყოს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, უნივერსიტეტს აქვს ხედვა კვლევით მიმართულებაში გრძელვადიანი განვითარების, რომელიც გულისხმობს როგორც საკუთრივ კვლევითი პროექტების შემუშავებას (კონკრეტული კვლევის ირგვლივ შექმნილი ინტერესთა ჯგუფები, ადგილობრივი და საერთაშორისო კოლაბორაციული თანამშრომლობა) და განხორციელებას, ასევე ახალი კვლევითი კადრის აღზრდისთვის და სადოქტორო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების (ORPHEUS, EUA, და სხვა) მუშაობაში აქტიური ჩართულობის გაგრძელებას ქართველ მეცნიერ-მკვლევართა კრიტიკული მასის შექმნაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის და, ასევე ძალზე მნიშვნელოვანი, დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ განათლებაში (სარეზიდენტო პროგრამები) კვლევის და კვლევითი უნარების გამომუშავებაზე გამიზნული აქტივობების ხელშეწყობისთვის. ამ მიზნით უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს მეცნიერებაზე დაფუძნებული სწავლების საუნივერსიტეტო კონცეფცია, რომლის თანმიმდევრულ და მუდმივ განვითარებაზე მუშაობა დაწყებულია. დტსუ-ს აკადემიური პერსონალის საქმიანობის აუცილებელ ნაწილს შეადგენს სამეცნიერო საქმიანობა და ასევე ასახულია უნივერსიტეტის პერსონალის დატვირთვაში; კერძოდ, გათვალისწინებულია სადოქტორო ნაშრომების, ისევე როგორც სხვა სტუდენტური კვლევითი ნაშრომების, და/ან საკუთარი კვლევებისთვის, ხელმძღვანელობისთვის, ასევე ოპონირებაში ჩართულობისთვის, სადოქტორო კომიტეტში მონაწილეობისთვის, დოქტორანტის ხელშეწყობისთვის, უნივერსიტეტის მხრიდან სხვა საჭირო მუშაობა.