
კონკურსი ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე
შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“, დოქტორანტების
მიღების მიზნით, 2025 წლის 07 მარტს გამოცხადდეს კონკურსი, 2024-2025
სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით
მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შემდეგ
სადოქტორო კვლევით განაცხადებებზე:
1. „კოგნიტური დატვირთვის ნეიროფიზიოლოგიური მარკერები Practicum
Script ვირტუალური პაციენტების სიმულაციით ინტერვენციისას
დიპლომირებული მედიკოსის პროგრამათა სტუდენტებში.“- ერთი
ვაკანტური ადგილი
2. „მაკროფაგების სივრცული ჰეტეროგენულობისა და სიმსივნის
მიკროგარემოს როლი პროსტატისა და ენდომეტრიუმის სიმსივნის
პროგრესიაში“- ერთი ვაკანტური ადგილი
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2025
წლის 08-10 აპრილის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე ქ.თბილისი, 0159,
ლუბლიანას ქ. 13/ მ.ჭიაურელის 6, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო
უნივერსიტეტი“.
საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – მარიამ
ვაჩნაძე. ტელ: 251-68- 98, 591 94 50 58, ფაქსი: 252 – 71-96 ელ-
ფოსტა: phd@dtmu.edu.ge
ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური
გამოცდა 2025 წლის 28 აპრილს.
კონკურსი ჩატარდება 05 მაისს, რაც მოიცავს: საკონკურსო
კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას, კონკურსანტთან
გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2025 წლის 13 მაისს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით
გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
2. სააპლიკაციო ფორმა;( დანართი 2)
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა
მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი,
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური
ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის
დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4 ტრენინგები და კონფერენციები –
თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა- მიუთითეთ კომპიუტერული
პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია – ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები
და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული
განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაშ ი
დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდბლობის
შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების
შესახებ დოკუმენეტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
(სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის
მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება( დანართი 3)
თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან
დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით ;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასაქმებული:
• ორივე რეკომენდაცია – დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის
პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის
დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის
შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული
პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);”
კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში, ასევე განთავსდეს უნივ
ერსიტეტის ოფიციალურვებ-გვერდზე www.dtmu.ge.