ლაპაროსკოპიული ქირურგიის ბაზისური უნარ-ჩვევები
კურსი განკუთვნილია ექიმი ქირურგებისთვის, ქირურგიის მიმართულების რეზიდენტებისთვისა და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ კურსს მიენიჭა I ტიპის 50 უპგ ქულა.
პროგრამის მიზანია ლაპაროსკოპიული ქირურგიის ბაზისური საკითხების შესახებ დღეისათვის არსებული უახლესი თეორიული ინფორმაციის მიწოდება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლება (hands-on practice)
კურსი კორელირებს FLS-ის სასწავლო კურსით განსაზღვრულ პროგრამასთან. FLS კურსი შედგენილია ამერიკის გასტრო-ინტესტინული და ენდოსკოპიური ასოციაციის (SAGES) http://www.flsprogram.org მიერ და აღიარებულია ამერიკის ქირურგთა ასოციაციის (ACS) და ამერიკის ქირურგიული პროგრამების დირექტორთა ასოციაციის (APDS)-ის მიერ.
პროგრამა ასევე მიზნად ისახავს მონაწილეების Fundamentals of Laparoscopic Surgery (FLS)-ის სალიცენზიო გამოცდისთვის მომზადებას.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით:
არჩილ შარაშენიძე მობ: +995 551 723 700
მისამართ: ა.წერეთლის გამზ. 121, თბილისი