ნინო ქიქოძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
ნინო ქიქოძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
2024 წლის 6 ივნისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის, ნინო ქიქოძის სადისერტაციო ნაშრომის: „პედიატრიული გადაუდებელი შემთხვევების მართვა ძვალშიდა ინფუზიის მიდგომით: ჩვენებები, გავლენა გამოსავალზე და გართულებები“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: ქეთევან ნემსაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ);
მარიელა რივერა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, მეიოს კლინიკა, აშშ.)
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: დავით ციბაძე(მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული
პროფესორი,დტსუ); მაია ხერხეულიძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ);
ნანა ცხაკაია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ ნინო ქიქოძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.