ორმაგი (SLP/ABA) სასერტიფიკაციო პროგრამა – “ენა/მეტყველების და ქცევის თერაპია” დასრულდა
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორმაგი (SLP/ABA) სასერტიფიკაციო პროგრამა – “ენა/მეტყველების და ქცევის თერაპია SLP/ABA” . გასულ კვირას დასრულდა.
აღნიშნული, უნივერსიტეტის ასოც. პროფესორის, ნევროლოგ ლიკა ყანდარელის ხელმძღვანელობითა და მულტიდისციპლინურ გუნდის წევრთა (მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპიის სუპერვაიზერი) მონაწილეობით ჩატარდა.
განხილული საკითხების სპექტრი მოიცავდა:
თავის ტვინის ანატომიურ და ფუნქციურ მიმოხილვას .
ნეიროგანვითარებით დარღვევებსა და მათ კომორბიდობებს.
აფაზიის გამომწვევ მიზეზებსა და შეფასების საკითხებს.
დისფაგიას და ვიდეოფლუოროსკოპიულ კვლევას.
ეპილეფსიური აფაზიის სპექტრის დარღვევებს.
აუტისტური სპექტრის დარღვევებსა და ეთიკის საკითხებს.
ქცევის გამოყენებით ანალიზის ძირითად პრინციპებს.
თანამედროვე თეორიული მიდგომების განხილვასთან ერთად წარმოდგენილი იყო შემთხვევების მულტიდისციპლინური შეფასება SMART- ფორმატით.
ტრენინგის მსმენელთა სპექტრი მოიცავდა აუტისტური სპექტრის და სხვადასხვა ნეიროგანვითარებითი დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებთან შეხებაში მყოფი პირებისთვის (მათ შორის მშობლები), ასევე მოზრდილთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის (ინსულტისა და მეტყველების დარღვევების მქონე მდგომარეობების) სფეროს სპეციალისტებისთვის.