ორფეუსი 2024
2024 წლის 18-20 აპრილს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მასპინძლობით, რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით და ORPHEUS-ის პატრონაჟით, „შერატონ გრადნ მეტეხი პალასში“ ჩატარდა ORPHEUS (ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაცია) ყოველწლიური კონფერენცია თემაზე „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“, რომელიც ამ ორგანიზაციის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს დაემთხვა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 28 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა, მათ შორის მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა:
🔵 ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
🔵 AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
🔵 AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
🔵 CoARA კოალიციის დამფუძნებელი და EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
🔵 ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
🔵 WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
🔵 სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში, ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი.
ამავე კონფერენციის პარალელურად 18 აპრილს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას თემაზე „ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომენტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება”, რომელსაც აღნიშნული კონფერენციის წევრთა უმრავლესობა ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა CoARA კოალიციის დამფუძნებელი და EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი.
ორივე კონფერენცია უაღრესად თბილ, მეგობრულ და მაღალკვალიფიცურ რეჟიმში ჩატარდა და საუკეთესო გამოხმაურება ჰპოვა მოწვეულ სტუმრებში, დამსწრე საზოაგადოებასა და მომხსენებლებში.