პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი საქართველოში კოგნიტიური დარღვევების შესახებ
6-7 სექტემბერს („თბილისი მერიოტში”) ტარდება “პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი საქართველოში კოგნიტური დარღვევების შესახებ”
აღნიშნულ ღონისძიებას „მასპინძლობს“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენცია განსაკუთრებით საინტერესოა ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგებისთვის, ქირურგებისთვის, ნევროლოგებისთვის, ნეირობიოლოგებისთვის, ნეიროფსიქოლოგებისთვის, ფსიქიატრებისთვის და იმუნოლოგებისთვის.
მომხსენებლები არიან დარგის ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან რომლებიც, ისაუბრებენ პერიოპერაციულ კოგნიტურ დარღვევებზე, დემენციაზე, დელირიუმზე, ნეიროდეგენერაციულ დაავადებებზე.
კონფერენციის მონაწილეებს მიენიჭებათ 11,5 კრედიტ ქულა
რეგისტრაციისთვის გადადით კონფერენციის ვებსაიტზე: www.iscd2024.org