პირველკურსელთა რეგისტრაცია 2023
შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
რეგისტრაცია ჩატარდება 5-დან 8 სექტემბერის ჩათვლით 11:00-16:00 საათამდე (მის.: ლუბლიანას ქუჩა 2/6, ტელ.:+995 322 51 68 98).
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის);
4. 2 ც. ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ. ვერსია (CD).
18 წლამდე პირებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ registration@dtmu.edu.ge