
პირველკურსელთა რეგისტრაცია
- კატეგორია სიახლეები
- თარიღი აგვისტო 26, 2025
გილოცავთ სტუდენტობას და ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე გადასვლას! გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!
✅დტსუ-ში რეგისტრაცია ჩატარდება 2-5 სექტემბერის ჩათვლით, 11:00-14:00 საათამდე (მის: ლუბლიანას ქ. 2/6)
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- 2 ცალი ფოტოსურათი (ზომა: 3×4) და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
❗️18 წლამდე აბიტურიენტები:
· რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდეს მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით;
· დამატებით უნდა წარადგინოს დაბადების მოწმობა;
· მშობელმა/წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
📅 პირველი კურსის პირველი სემესტრის სწავლა დაიწყება 2025 წლის 15 სექტემბერს.
2-12 სემესტრის სწავლა დაიწყება 8 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:📞995 322 516898
✉️ registration@dtmu.edu.ge
წინა
ღია საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
აგვისტო 26, 2025
მსგავსი სიახლეები

SYSSA 2025 Conference
10 ივლისი, 2025

EUA – CDE – 2025 -ის კონფერენცია
10 ივლისი, 2025