საერთაშორისო კონგრესი – 21st World Congress of Psychophysiology
საერთაშორისო კონგრესი – 21st World Congress of Psychophysiology
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მედ. დოქტორმა ქეთევან ჯანაშიამ, ფსიქოფიზიოლოგმა, ფსიქოლოგიის მაგისტრმა ანა ჩიკვილაძემ, დტსუ-ს დოქტორანტმა ა. რამიშვილმა და დტსუს სტუდენტმა ნ. ტვილდიანმა მონაწილეობა მიიღეს 26-30 ივნისს, ჟენევაში, შვეიცარიაში ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესში „21st World Congress of Psychophysiology“, რომელიც ორგანიზებული იყო ფსიქოფიზიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჟენევის უნივერსიტეტის მიერ.
კონგრესზე მათ მიერ წარმოდგენილი იყო 2 თემატური პოსტერი, ცენტრალურ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში განხორციელებული კვლევების შედეგებით:
1. ა. რამიშვილი, ქ. ჯანაშია, ლ. ტვილდიანი, გულის საწყისი მაღალი ვაგალური ტონუსი ჯანმრთელ ვაჟებში უზრუნველყოფს უკეთეს ადაპტაციას მაღალ გეომაგნიტურ აქტივობასთან.
2. ქ. ჯანაშია, ა. ჩიკვილაძე, ა. რამიშვილი, ნ.ტვილდიანი ვირტუალური მოდელის გამოყენებით ფსიქიკური ქრონომეტრიის ექსპერიმენტული შესწავლა, ჯანსაღ სამედიცინო სტუდენტებში, გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესაფასებლად.