
სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
27 მარტს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის, სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძის სადისერტაციო ნაშრომის: „p16 INK4a /Ki-67 ორმაგი ბიომარკერების ექსპრესიის თავისებურებები საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიურ სადიაგნოსტიკო მასალაში და მათი როლი საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაზიანების გამოვლენაში“- საჯარო დაცვა. ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები:
ომარ ხარძეიშვილი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ); სერგო თაბაგარი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები:
დინარა კასრაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დტსუ); თინათინ გაგუა (მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,დტსუ); ალექსანდრე თავართქილაძე (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ).
ფარული კენჭისყრის შედეგად სადისერტაციო საბჭომ სოფიო კაკალიაშვილი-ძაგნიძეს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.










