ღია კარის დღე
11 მარტს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა.
აბიტურიენტებს გავუზიარეთ ინფორმაცია 2022-2023 სასწავლო წლისთვის არსებული საუნივერსიტეტო სიახლეებისა და შეთავაზების შესახებ.
დაინტერესებულ აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, დაფინანსების, გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და დტსუ-ს ინტერესთა ჯგუფების შესახებ.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, აბიტურიენტების მიერ დასმულ აქტუალური შეკითხვებზე მიიღეს ამომწურავი პასუხები.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის დეკანი – ნია ბრეგვაძე-თაბაგარი.
ვიცე დეკანი – პაატა ცაგარეიშვილი და დტსუ-ს სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის (SYSSA) პრეზიდენტი და ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – თინათინ კუჭუხიძე.