შეხვედრა დიუშენის მუსკულარული დისტროფიის შესახებ
ა.წ 28 მაისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა დისკუსია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მართვის შესახებ, Horizon 2020 პროექტის ფარგლებში.
დისკუსია წარმართა პროფესორმა/ბავშვთა ნევროლოგმა, ნანა ტატიშვილმა, რომელმაც ისაუბრა საკვანძო საკითხებზე და იმ პრობლემებზე,რაც ახლავს ამ ნერვ-კუნთოვან დაავადებას. განხილვას ესწრებოდნენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები და მათი მშობლები,ასევე SIGN (Student interest group of neurology) წევრები . დისკუსიაში მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრეს პროფესორმა, GeRad (Georgian foundation for genetic and rare diseases)-ის დამფუძნებელმა ,ოლეგ ქვლივიძემ და პროფესორმა/ პედიატრ-ნევროლოგმა თეონა შათირიშვილმა,რომლებმაც ისაუბრეს სტეროიდული მკურნალობის აუცილებლობაზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამართავად.





