Back

ჩვენ შესახებ

რექტორის მიმართვა

ჩვენი მისიაა „მედიცინის დარგში მეცნიერებაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა.”

ჩვენ გვჯერა, რომ სამყაროს შეცვლაა შესაძლებელი განათლების მეშვეობით; განათლებული ადამიანები ავითარებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას, ამცირებენ სიღარიბეს, ზრდიან ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას საკუთარ საზოგადოებასა და მსოფლიოში, უფრთხილდებიან ეკოლოგიას, ზრუნავენ და ქმნიან მომავალი თაობების კეთილდღეობას…

ჩვენ ვვითარდებით იმის რწმენით, რომ ყველა ახალგაზრდა იმსახურებს მაღალი ხარისხის განათლებას და რომ, განათლების შესაძლებლობა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. ექიმობა არის ძალზე ღირსეული და მნიშვნელოვანი პროფესია; ამასთან, ყველა ახალგაზრდა, რა მიზეზითაც არ უნდა ჰქონდეს მას ეს პროფესია არჩეული, უნდა აცნობიერებდეს რამდენად დიდი შრომაა საჭირო ამ მიზნის მისაღწევად.

ჩვენმა უნივერსიტეტმა, 29-წლიანი მოღვაწეობის საფუძველზე, საგრძნობი წვლილი შეიტანა მედიცინის დარგისთვის ღირსეული კადრის მომზადებაში. სადაც არ უნდა მოღვაწეობდნენ „აიეტელები“, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ისინი შედგნენ, როგორც პროფესიონალები – გულისხმიერნი პაციენტისთვის და პასუხისმგებლიანი დარგისა და საზოგადოების წინაშე. ამას მოელის უნივერსიტეტი თქვენგანაც.

ჩვენი ფაკულტეტი და პედაგოგები, უნივერსიტეტის პარტნიორი ინსტიტუციები ეროვნულ და სართაშორისო დონეზე, მზად არიან თქვენთან სამუშაოდ, სასწავლო პროცესში, კვლევით და სხვა აქტივობებში თქვენს ჩასართავად, თქვენი კარიერული განვითარებისთვის საჭირო კონსულტაციებისა და ხელშეწყობისთვის.

ძვირფასო სტუდენტებო, მხოლოდ ცოდნისა და პროფესიონალიზმის მაღალი დონით არის შესაძლებელი თითოეულმა სპეციალისტმა იპოვოს თავისი ჯეროვანი ადგილი საზოგადოებაში. ამ მიზანს ემსახურება ჩვენი უნივერსიტეტი.

დტსუ-ს აკადემიური საზოგადოების წევრთა სახელით გისურვებთ წარმატებებს სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში. ერთად ჩვენ შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სამედიცინო, ბიოსამედიცინო და ჯანდაცვითი მეცნიერებების წინსვლასა და პროფესიულ საზოგადოებათა განვითარებაში.

ლევან ტვილდიანი
პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი