კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” 2024 წლის 25 ნოემბერს გამოცხადდეს ღია, საჯარო კონკურსი მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 25 დეკემბრიდან – 2025 წლის 25 იანვრის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ხოლო შაბათს 11:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში” (თბილისი, დიღმის მასივი, ლუბლიანას 2/6), ადამიანთა რესურსების დეპარტამენტში; ტელ.: 251-68- 98; ელ. ფოსტა: office@dtmu.edu.ge)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
1. განცხადება დადგენილი ფორმით და წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ;
2. დადგენილი ფორმით შევსებული ანკეტის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები;
3. Curriculum Vitae – ქართულ და ინგლისურ ენებზე (ელექტრონული და ბეჭდური ფორმით), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1. პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2. განათლება – წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (თემის სახელწოდების მითითებით), კვალიფიკაცია, ქვეყანა;
სამუშაო გამოცდილება – მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა;
3.4. ტრენინგები და კონფერენციები – თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5. პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6. ენების ცოდნა (ცოდნის დონის მითითებით);
3.7. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა – მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8. დამატებითი ინფორმაცია – ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი.
5. ფერადი ფოტო სურათი 3X4 (1 ცალი).
6. დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
7. სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევეაში, აღიარების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი)
8. საექიმო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
9. პედაგოგიური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი ცნობა;
10. სქესობრივი დანაშაულის შესახებ ცნობა; (უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, კონკურსანტი საბუთის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ვერ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას. იხ. sa.gov.ge ნასამართლეობის ცნობის გაცემის წესი და პირობები)
11. შრომებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალის ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები (დადგენილი ფორმით);
12. შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობის დამადასტურებელი ბოლო 10 წლის სამეცნიერო შრომების და პუბლიკაციების პირველწყაროების ასლები;
13. პროფესიული ორგანიზაციის (საზოგადოების) წევრობის დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი;
14. კონფერენციებში და ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების ასლები;
(cv-ბი, ანკეტა და ნაშრომთა სია აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen-ით. ყველა ზემოაღნიშნილი საბუთი, გარდა სურათისა და ნაშრომთა ასლებისა, უნდა იყოს ჩაწერილი CD-R -ზე)
საკონკურსო პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება ღია, საჯარო კონკურსის ჩატარების გზით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც შესაბამისი კონკურსისთვის დადგენილ ვადაში შემოიტანს განაცხადს, კონკურსში მონაწილეობის შესახებ გამოცხადებული აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, და რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესით წაყენებულ მოთხოვნებს.
3. აკადემიური პერსონალის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატი, უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს:
3.1. ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შეიძლება არჩეულ იქნეს, დოქტორის და მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა – 5 წელი;
3.2. ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, შეიძლება არჩეულ იქნეს, დოქტორანტის სტატუსის მქონე პირი;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა 3 წელი.
4. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას მხედველობაში მიიღება თითოეული კონკურსანტის მონაცემები:
4.1. პედაგოგიური გამოცდილება;
4.2. სამეცნიერო საქმიანობა (ბოლო 10 წელი);
4.2.1. სამეცნიერო/აკადემიური ხარისხი;
4.2.2. სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში კონკურსანტის კომპეტენტურობას
4.2.3. სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა
4.2.4. სადისერტაციო ნაშრომის ხელმძღვანელობა, რეცენზირება, ოპონირება
4.2.5. სადისერტაციო საბჭოს წევრობა
4.2.6. საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა
4.2.7. საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრობა
4.2.8. მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert) ან დარგობრივი დოკუმენტით გათვალისწინებული სხვა მტიკცებულებები.
5. აკადემიური თანამდებობაზე არჩევისას გათვალისწინებული იქნება კანდიდატის პოზიცია აფილირების შესახებ; (აფილირება მოიაზრებს აკადემიური თანამდებობის მქონე პირის განასაკუთრებულ ურთიერთობას უნივერსიტეტთან, მისი სახელით საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესში მონაწილეობას)
ინფორმაცია საკონკურსო აკადემიური თანამდებობებისა და კონკურსის პირობების შესახებ გამოქვეყნდეს პრესაში და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.dtmu.ge.
კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 03 თებერვალს.
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს 2025 წლის 07 თებერვალს.
საკონკურსო აკადემიური თანამდებობების ჩამონათვალი სასწავლო კურსების მიხედვით:
საბაზისო მედიცინა:
ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური პროცესების უჯრედული და მოლეკულური საფუძვლების დეპარტამენტის მიმართულებები:
- სამედიცინი მიკრობიოლოგია და იმუნოლოგია – 0+1+0+0
კლინიკური მედიცინა:
შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის მიმართულებები:
- დერმატოვენეროლოგია – 0+0+0+1
- პედიატრია – 0+1+0+0
ქირურგიის დეპარტამენტის მიმართულებები:
- მეან-გინეკოლოგია – 0+0+0+1
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრების თანმიმდევრობის განსაზღვრება: რიგითობით შეესაბამება შემდეგ აკადემიური თანამდებობებს: ასოცირებული პროფესორი და ასისტენტი.
*ვაკანსიებზე მითითებული ციფრები აღნიშნავს: 0 ვაკანსიის არ არსებობა და 1 ვაკანსიაზე მოთხოვნა (1 ნიშნავს ერთ ვაკანსიას)
დანართი 1 – განცხადება
დანართი 2 – აფილირება
დანართი 3 – ანკეტა
დანართი 4 – ნაშრომთა სია