2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა
შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის მსურველები გაივლიან გასაუბრებას დეკანთან.
გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 4 სექტემბერს, 14:00 საათზე (მის.: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
გასაუბრებაზე მოსვლა სავალდებულოა მობილობით გადმოსვლის მსურველი ყველა სტუდენტისთვის.
გასაუბრებაზე წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
• ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
• შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა;
• უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.
სტუდენტი, რომელიც 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მოიპოვებს შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის უფლებას (https://students.emis.ge/) და წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს, რეგისტრაციისთვის, 12 სექტემბერს, 11:00-16:00 სთ-მდე უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში (მის.: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
2. სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
3. სტუდენტის სტატუსთან დაკავშრებით გაცემული ყველა ბრძანების ასლი;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
6. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
7. ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადებისა და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://emis.ge/umaghlesi_ganatleba/mobiloba/