გამოსაშვები საღამო 2024 თებერვალი
უნივერსიტეტში არსებული ტრადიციის თანახმად, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა დადეს ჰიპოკრატეს ფიცი, რაც აერთიანებთ მსოფლიო მასშტაბით მაცხოვრებელ ექიმებს და სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს.
სტუდენტები, სამადლობელი სიტყვით წარსდგნენ და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს უნივერსიტეტში გატარებული სრული წლების ემოციები.
ტრადიციულად, მათ მიერ წელსაც დასახელდა საუკეთესო ლექტორი საბაზისო და კლინიკური კურსიდან. საბაზისო კურსი- საუკეთესო ლექტორი ნუგზარ ნარსია, ხოლო კლინიკური კურსი-საუკეთესო ლექტორი ლაშა გულბანი რომელთაც გადაეცათ სერტიფიკატი და სამახსოვროდ, მათთვის შექმნილი გულსაბნევები.
ტრადიციულად, სტუდენტებმა შეასრულეს ჰიმნი „ Gaudeamus Igitur” და ღონისძიების დასასრულს, მხიარული განწყობით გაიჭრა საზეიმო ტორტი.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებას ცხოვრების გზაზე.