კონკურსი ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე
- კატეგორია განცხადებები, სიახლეები
- თარიღი აპრილი 30, 2024
შპს ,,დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ 2024 წლის 07 მაისს ცხადდება კონკურსი ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დოქტორანტების მიღების მიზნით 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის 3 ვაკანტურ ადგილზე შემდეგ სადოქტორო-კვლევით განაცხადებზე:
1. „ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეცვლილი მიკრობიომის გავლენა პათოლოგიური პროცესების სიმძიმესა და გამოსავალზე“ – ერთი ვაკანტური ადგილი
2. „სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის მნიშვნელობა მაღალი ხარისხის ინტრაეპითელიალური დაზიანების გამოვლენაში“ – ერთი ვაკანტური ადგილი
3. „მხედველობის ქერქული დარღვევის ადრეულ ნეირომოტორულ გამოსავალზე ცერებრული დამბლის მაღალი რისკის ჩვილებში“ – ერთი ვაკანტური ადგილი
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 05-07 ივნისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ. 13/ მ.ჭიაურელის 6, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი“. საკონტაქტო პირი – მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ვაჩნაძე. ტელ: 251-68- 98, 591 94 50 58, ფაქსი: 252 – 71-96 ელ-ფოსტა: phd@dtmu.edu.ge ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა გაიაროს ტესტური გამოცდა 2024 წლის 11 ივნისს. კონკურსი ჩატარდება 13 ივნისს, რაც მოიცავს: საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი საბუთების შეფასებას და კონკურსანტთან გასაუბრებას.
კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2024 წლის 17 ივნისს.
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ სადოქტორო დებულების დანართით გათვალისწინებული შემდეგი საბუთები:
1. საკონკურსო განცხადება რექტორის სახელზე; (დანართი 1)
2. სააპლიკაციო ფორმა; (დანართი 2)
3. ავტობიოგრაფია (CV) (ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიები), რომელიც უნდა მოიცავდეს:
3.1 პირად ინფორმაციას – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი;
3.2 განათლება-წლები, სასწავლებლის დასახელება, აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაცია, ქვეყანა;
3.3 სამუშაო გამოცდილება–მუშაობის წლები, ორგანიზაციის დასახელება, თანამდებობა, მოვალეობები, მიღწევები, ქვეყანა; 3.4 ტრენინგები და კონფერენციები – თარიღი, დასახელება, ორგანიზატორი, ქვეყანა;
3.5 პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრობა;
3.6 ენების ცოდნა;
3.7 კომპიუტერული პროგრამების ცოდნა –მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალი და ცოდნის დონე;
3.8 დამატებითი ინფორმაცია – ჰობი, სპეციფიკური უნარ-ჩვევები, პუბლიკაციები და სხვა.
4. პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
5. ფოტო 3X4 2 ცალი;
6. უმაღლესი განათლების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი, უცხოეთში მიღებული განთლებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დოკუმენტის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი და მიღებული განთლების აღიარების შესახებ დოკუმენტები);
7. ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, კონკურსანტი ჩააბარებს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტესტურ გამოცდას)
8. ორი რეკომენდაცია-დახასიათება (დანართი 3) თუ აპლიკანტი დასაქმებულია:
• ერთი რეკომენდაცია-დახასიათება აპლიკანტის ბოლო სამუშაო ადგილიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით;
• მეორე რეკომენდაცია-დახასიათება უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან;
თუ აპლიკანტი არ არის დასქმებული:
• ორივე რეკომენდაცია – დახასიათება – უმაღლესი სასწავლებლის პროფესორისგან.
9. სამუშაო ადგილიდან ხელმძღვანელის თანხმობის წერილი აპლიკანტის დოქტორანტურაში 420 საათიან დასწრებულ სწავლებაზე.
10. სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11. სამეცნიერო შრომების სია (არსებობის შემთხვევაში) თანდართული პირველწყაროებით და ქსეროასლებით (1 ეგზემპლარი);