AMSE-ს შემაჯამებელი კონფერენცია
ა/წ 6-8 ოქტომბერს, აჭარაში, სასტუმროში “ლიც რეზორტი”(ბათუმი, კვარიათი) გაიმართა ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის – The Association of Medical Schools in Europe – ყოველწლიური კონფერენციის ღონისძიება, რომელსაც დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
აღნიშნული კონფერენცია პირველად გასცდა ევროპის ფარგლებს და მასში მონაწილეობა მიიღეს დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანმა ევროპულმა და საერთაშორისო ინსტიტუციების WFME (World Federation for Medical Education), EUA-CDE (EUA Council for Doctoral Education), ORPHEUS-ის (The Organisation for PhD Education in Biomedicine and Health Sciences in the European System) წარმომადგენლებმა.
მომხსენებლებს შორის იყვნენ სამედიცინო განათლების დარგში საერთაშორო დონეზე აღიარებული ექსპერტები და ლიდერები: დევიდ გორდონი – სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი, The University of Manchester ემერიტუს პროფესორი, დიდი ბრიტანეთი;
ჰარმ პიტერსი – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი, Charité – Universitätsmedizin პროფესორი, გერმანია;
ჯონ კრიმერსი – ევროპის სისტემაში ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სადოქტორო განათლების ორგანიზაციის პრეზიდენტი, პროფესორი KU Leuven, ბელგია;
ალექსანდრე ჰასგალი – ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი;
რობინ სტივენსონი – ჟურნალის European CME-ის მთავარი რედაქტორი და მედიცინის საპატიო პროფესორი, University of Glasgow, დიდი ბრიტანეთი;
ბობ ჰარისი – Karolinska Institutet სადოქტორო განათლების დირექტორი, პროფესორი;
ათანასია პრინტცა – Aristotle University of Thessaloniki ასოცირებული პროფესორი;
დანიელ დირული – მედიკოს სტუდენტთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის ევროპის რეგიონის დირექტორი.
დისტანციურ რეჟიმში ვრცელი მოხსენებები გააკეთეს პროფესორმა იანუშ იანჟუკოვიჩმა, (University of Lodz ,პოლონეთი) პროფესორმა ნებოჟა ლალიჩმა, (University of Belgrade,სერბეთი) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ექსპერტმა – კრის სკოტერმა.
მომხსენებლებს შორის იყვნენ წარმომადგენლები უკრაინიდან,უნგრეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე საქართველოს ათამდე ორგანიზაციის წარმოადგენელი.
კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ორი ვორქშოფი.ვორქშოფების ფასილიტატორები იყვნენ: ხოსე მიგელ პეგო,( მინიოს უნივერსიტეტი, პორტუგალია) და კარლოს ფერნანდო კოლარეს, (მაანსტრიხტის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები).
ღონისძიების ბოლოს, ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერების თანხლებით გაიმართა გალა ვახშამი.