
EUA – CDE – 2025 -ის კონფერენცია
04-06 ივნის ქ. ლოზანაში (შვეიცარია) ჩატარდა მორიგი ყოველწლიური EUA – CDE კონფერენცია, სახელწოდებით – „ 20 Years of Progress: Celebrating the Achievements and Shaping the Future of Doctoral Education in Europe”, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა – პროფ. ნინო თაბაგარი, ასოც. პროფ. ილია ნადარეიშვილი, პროფ. სერგო თაბაგარი.
კონფერენცია (ამაზე სათაურიც მიუთითებს) პრაქტიკულად ეძღვნებოდა 20 წლის წინ მიღებული ზალცბურგის პრინციპების შემდგომ სადოქტორო პროგრამების განვითარებაში მიღწეულ შედეგებს, პროგრამათა (PhD) ინსტიტუციონალიზაციის, სკოლების მართვის, დოქტორანტთა ახალი თაობების მომზადებაში მიღწეულ შედეგებს, ახალ საინტერესო/ინოვაციურ პროექტებს, არსებულ გამოწვევებსა და მომავალი განვითარების გზებსა და ხედვებს.
მოხსენებული იქნა EUA-CDE ბოლო კვლევა, რომელშიც დტსუ მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტი; შედეგებმა აჩვენეს სარწმუნო პროგრესი, მათ შორის, ზალცბურგის პრინციპების დანერგვის საკითხში; კონფერენციის ფარგლებში დისკუსია გაიმართა სხვადასხვა გამოწვევასა და სადოქტორო სწავლების პრობლემურ საკითხებზე.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ORPHEUS პრეზიდენტის პროფესორ ჯონ კრიმერსის მოხსენება, რომელიც შეეხებოდა სადოქტორო სწავლების PhD კარგი პრაქტიკის სტანდარტებს; შესანიშნავად იყო წარდგენილი. განიხილულ იქნა ზალცბურგის პრინციპების მედიცინის დარგში PhD პროგრამებში ასახვის საკითხები.