SYSSA-ს მიერ გამართული XI ნობელის სამეცნიერო სესია
2022 წლის 10 დეკემბერს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) მიერ გაიმართა XI ნობელის სამეცნიერო სესია, რომელიც დაეთმო ონკოლოგიურ დაავადებებს, მათი ბრძოლის საკითხებსა და ინოვაციებს.
ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ბოლოდროინდელი მიღწევების მიუხედავად, ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდა. Დღევანდელი სამეცნიერო მიღწევების ფონზე ონკოლოგია კვლავ განვითარებად დარგად რჩება. მსოფლიო ამ სფეროში ულტრათანამედროვე, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვასა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
მომხსენებლები იყვნენ როგორც სტუდენტები, ინტერნები, ისე მეცნიერები და ექიმები, საქართველოში რეგისტრირებული სასწავლებლებიდან.
მონაწილეობა მიიღეს ირლანდიიდან და სომხეთიდან მოწვეულმა მომხენებლებმა. კონფერენციის მსვლელობისას განიხილეს უახლესი შემთხვევები და მოხსენებები
კონფერენციის მსვლელობისას ინტერაქციის რეჟიმში გაიმართა საინტერესო დისკუსია აქტუალურ საკითხებზე.