
SYSSA 2025 Conference
28 და 29 ივნისს, კავკასიის მედიცინის ცენტრში, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ასოციაციის (SYSSA) ორგანიზებით, გაიმართა მორიგი საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მედიცინის სხვადასხვა დისციპლინების თემები, მათ შორის ნევროლოგია, კარდიოლოგია, ონკოლოგია, ჰემატოლოგია, ენდოკრინოლოგია და ბიოეთიკა.
კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა საინტერაქტივო დისკუსიები აქტუალურ სამედიცინო საკითხებზე. მომხსენებლები იყვნენ სტუდენტები, რეზიდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოური უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციის მეორე დღეს, 29 ივნისს, რეზიდენტებმა წარმოადგინეს კლინიკური შემთხვევების მოხსენებები, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდიდა კონფერენციის სამეცნიერო პროგრამას.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის კლინიკური და სამეცნიერო განათლების გაღრმავებას და მრავალპროფილურ მედიცინაში ინტეგრირებული ხედვის განვითარებას.








