Back

სისტემაზე ორიენტირებული მედიკოსის პროგრამის სტრუქტურა და ფორმატი ორიგინალურია . მასზე გაცემულია საავტორო უფლება. პროგრამა შემუშავებულია ისე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს სწავლების პროცესის ეფექტურობა და აღქმადობა. აკადემიური წელი მოიცავს 40 სასწავლო კვირას (240 სასწავლო დღე), რომელიც არდადეგებით იყოფა ორ 20 კვირიან სემესტრად: საშემოდგომო და საგაზაფხულო. კრედიტების სატრანსფერო ევროპული სისტემის (ECTS) მიხედვით, 20 სასწავლო კვირაზე გათვალისწინებულია 30 კრედიტი, ამრიგად, ერთი აკადემიური წელი მოიცავს 60 კრედიტს; ერთი კრედიტი შეადგენს 30 სამუშაო საათს, აქედან 16 საათი საკონტაქტოა და 14 განკუთვნილია სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობისთვის. სწავლის პროცესი მიმდინარეობს კვირაში 6 დღე, დღეში 4 საათი. თითოეული მოდულის დამთავრების შემდეგ ტარდება ტესტირებული გამოცდა – ქვიზი.

დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა