აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
აღიშნულ დღესთან დაკავშირებით, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ნევროლოგიის ინტერესთა ჯგუფის SIGN-ისა (Students interest group of Neurology) და Library Friends Club (ქართული) -ის მხარდაჭერით საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია გამართეს.
დტსუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი, ნანა ტატიშვილი. Მან განიხილა აუტიზმის სპექტრის აშლილობა, მისი კლინიკური ჩვენება, დიაგნოსტიკური ხერხები. აღწერა გზები თუ როგორ აღმოვფხვრათ არსებული სტიგმა, სტერეოტიპები და გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე.