Back

ქიმიის სემინარი აბიტურიენტებისთვის

აბიტურიენტების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი სემინარი ჩატარდა.

ქიმიის სემინარი მოიცავდა როგორც ტესტურ, ასევე ექსპერიმენტულ ნაწილს.
აბიტურიენტებმა მიიღეს ზოგადი მითითებები და ინფორმაცია საგამოცდო პროცესის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა ხათუნა ნოზაძე – ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ქიმიის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

სემინარი წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.