Back

ამ ბაზაში არის ცხრა მაღალმოთხოვნადი დარგი ფიზიკის,ბიოლოგიისა და მათი მომიჯნავე დისციპლინებიდან.მათ შორის ფილოსოფიისა და ლოგიკის სფეროდან.ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან.

ეს ელ.ბაზა აერთიანებს ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publisching) 280 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიებს განვითარების კვლევების მიმართულებით და მოიცავს შემდეგ დარგებს: ფინანსები,საჯარო მართვა,მიგრაცია,ჯანდაცვა,ინტელექტუალური საკუთრება,სამართალი,კვლევის მეთოდები.ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები,რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს,როგორიცაა სამართალი,ეკონომიკა და მენეჯმენტი.ამ ბაზაში არის მონოგრაფიები,სახელმძღვანელოები და ცნობარები.

ამ ბაზაშია კემბრიჯის უნივერსიტეტის რეფერირებადი და სამეცნიერო ჟურნალების ციფრული არქივი ჰუმანიტარული,სოციალურ საბუნებისმეტყველო,პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები,ხელოვნება,მედიცინა, სოფლის მეურნეობა და საინფორმაციო ტექნელოგიები.სულ 250-ზე მეტი ჟურნალი.

ეს ბაზა მოიცავს კოლექციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებისას: ანტროპოლოგია,ხელოვნება,ხელოვნების ისტორია,კრიტიკა,გარემოს დაცვა,ეთნოგრაფია,ევროპის მცოდნეობა,კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლება, ისტორია, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგია, მხატვრული ლიტერატურა, პოეზია, ფილმი, მედია კვლევები, პედაგოგიკა,ჯანდაცვა და სხვა. ეს ჟურნალები გამომცემლობა Scopus-იდან ციტირების მაღალი ინდექსითაა.  

 

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით 160 ჟურნალი ხელმისაწვდომია HTML, PDF, და ePUB -ის ფორმატით.პუბლიკაციების 80% ფრანგულ ენაზეა, ასევე არის სტატიები ინგლისურ,ესპანურ,იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.ძირითადი მიმართულებაა-ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.