ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები
ა.წ. 18-20 აპრილს („შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“) ტარდება საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე – „ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ინოვაციური სტრატეგიები და კონცეფციები“. აღნიშნული ღონისძიება გახლავთ ევროპულ სისტემაში ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში სადოქტორო განათლების ორგანიზაციის – ORPHEUS-ის ყოველწლიურიკონფერენცია, რომელსაც „მასპინძლობს“ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ORPHEUS-ი აერთიანებს 131 უნივერსიტეტს 42 ქვეყნიდან; მას როგორც ორგანიზაციას, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აღნიშნული ტიპის „Research on Research”კონფერენციების ორგანიზების 20 წლიანი გამოცდილება აქვს. „ვადასტურებთ“ ამ ორგანიზაციის მაღალ რეპუტაციას დარგის სამეცნიერო წრეებში, კერძოდ სადოქტორო სწავლების შეფასების სტანდარტებსა და PHD ტრენინგის ორგანიზებას „საუკეთესო პრაქტიკის“ რეკომენდირების საკითხში. ღონისძიებაზე განიხილება ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) რეფორმა, რომელიც ეხება განახლებულ შეთანხმებას კვლევის შეფასებაში ერთიანი მიმართულების დაფუძნების შესახებ და თუ როგორ შეუძლიათ უნივერსიტეტებს და/ან სადოქტორო პროგრამებს ბიოსამედიცინო და ჯანდაცვით მეცნიერებებში „უპასუხონ“ EUA-ს შეთანხმებას რეფორმის ფარგლებში. კონფერენციაში მონაწილეობისათვის საქართველოს სტუმრობს ; ავტორიტეტული ინსტიტუციების წარმომადგენლები, მათ შორის:
ORPHEUS-ის პრეზიდენტი: პროფესორი ჯონ კრიმერსი;
AMSE-ს პრეზიდენტი: პროფესორი ჰარმ პიტერსი;
AMEE-ს პრეზიდენტი: პროფესორი სუბჰა რამანი;
CoARA კოალიციის დამფუძნებელი, EUA-ს შეთანხმების ავტორი, EUA-CDE პრეზიდენტი: პროფესორი სტეფან ბერგმანსი;
ANVUR: პროფესორი მენიკო რიზი, უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების შეფასების იტალიის ეროვნული სააგენტო, CoARA (კოალიცია კვლევითი შეფასებისათვის) გლობალური ინიციატივის – მართვის საბჭოს წევრი.
WFME-ს პრეზიდენტი: პროფესორი რიკარდო ლეინ-ბორკესი;
ORPHEUS-ის ყოფილი პრეზიდენტი: პროფესორი ბობ ჰარისი სადოქტორო სწავლების დირექტორი კაროლინსკას უნივერსიტეტში და სხვა, გამოცდილი ექსპერტები.კონფერენციას აქვს დიდი მნიშვნელობა მედიცინისა და ჯანდაცვით მეცნიერებებში უნივერსიტეტთა განვითარებისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე;
განვმარტავთ: მიგვაჩნია, რომ ევროპასთან ასოციაცია და/ან დაახლოება არ/ვერ წყდება მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურების დონეზე; ამ საქმეში ყველამ (სხვა ინსტიტუციებმა და დაინტერესებულმა ჯგუფებმა) თავისი წვლილი უნდა შეიტანოს;