Back

დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლება ანუ რეზიდენტურა, მიზნად ისახავს პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, პროგრამით დადგენილი პერიოდის განმავლობაში.

დღეისათვის უნივერსიტეტი ახორციელებს ორ სარეზიდენტურო პროგრამას: საოჯახო მედიცინასა და შინაგან მედიცინაში.

უწყვეტი პროფესიული განვითარება (უპგ) უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მომდევნო პროცესია, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში.

ცენტრის მისიაა: შესთავაზოს ინსტიტუციებს ინტერვენცია მულტიდისციპლინური და ინტერპროფესიული ჯანდაცვის გუნდისთვის, რაც ხელს შეუწყობს მსმენელთა უნარ-ჩვევებისა და პაციენტზე ზრუნვის ხარისხის გაუმჯობესებას.

უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ერთდროულად ექიმის პროფესიული მოვალეობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა. უპგ-ს მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი არის ექიმის ნება-სურვილი, შეინარჩუნოს პროფესიული განვითარების მაღალი დონე.

 

თამარ ციბაძე
უწყვეტი პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი