დაწესებული ზღვარი საგანმანათლებლო პროგრამებზე
შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”-ს, დიპლომირებული მედიკოსისა
და დიპლომირებული მედიკოსი (ე-პდს) პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გზით.
უნივერსიტეტის კოდი – 052
დიპლომირებული მედიკოსი – 0520101
დიპლომირებული მედიკოსი (ე-პდს) – 0520102
აბიტურიენტი შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის“ პროგრამებზე სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად ვალდებულია, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბაროს შემდეგი საგნები და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნივერსიტეტის მიერ დაწესებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახოს მითითებულ ყველა საგანში:
სამი სავალდებულო საგანი:
- ქართული ენა და ლიტერატურა – 25%-ზე მეტი
- უცხოური ენა (ინგ.) – 70%-ზე მეტი
- ბიოლოგია – 65%-ზე მეტი
არჩევითი საგნები:
- მათემატიკა – 60%-ზე მეტი
- ფიზიკა – 60%-ზე მეტი
- ქიმია – 60%-ზე მეტი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს ელექტრონულ კრებულს „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, რომელშიც აბიტურიენტები გაეცნობიან გამოცდებთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/3112
რა არის სწავლის ღირებულება?
მოქმედებს თუ არა როგორც სახელმწიფო ისე შიდა გრანტი? სწავლის საფასურის გადახდა ხდება ეროვნული გამოცდებით მოპოვებული გრანტით, რომელსაც ემატება სტუდენტის მიერ გადახდილი თანხა, რაც ჯამში შეადგენს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული სწავლის გადასახადის ოდენობას (2024 წლის მონაცემებით ასეთის ჯამია 8000 ლარი). შიდა გრანტის სისტემა მუშაობს შემდეგნაირად: I კურსზე იგი არ გაიცემა; იგი გაიცემა წინა სასწავლო წელს მიღებული აკადემიური მოსწრების მიხედვით; შესაბამისად, II კურსზე გრანტი გაიცემა I კურსის შედეგების საფუძველზე და ა.შ. VI კურსის ჩათვლით; მიღებული შეფასებების მიხედვით, სტუდენტი შეიძლება დაფინანსდეს 100%, 50% და 25%-იანი შიდა გრანტით; მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტთა რაოდენობის მიუხედავად უნივერსიტეტს არ აქვს არანაირი ზღვარი და ფინანსდება ყველა ვინც შესაბამის შედეგებს აჩვენებს.
უნივერსიტეტში რომელ ენაზე მიმდინარეობს სწავლა?
უნივერსიტეტს აქვს დიპლომირებული მედიკოსის 3 აკრედიტებული პროგრამა; ორი მათგანის ოფიციალური ენა ქართულია (დიპლომირებული მედიკოსი და დიპლომირებული მედიკოსი ე-პდს); ამასთან სტუდენტთა პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელო ინგლისურენოვანია, სემესტრის შემაჯამებელი ტესტური გამოცდები ინგლისურ ენაზე ტარდება. მრავალი სხვა საგანმანათლებლო რესურსი ასევე ინგლისურ ენაზე კომუნიკაციას და შეფასებას მოითხოვს (მაგ. ვირტუალური პაციენტის ქეისები,PBL ქეისები, ა.შ.) რაც ერთის მხრივ მოითხოვს ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობას; თუმცა კურსდამთავრებულებს აძლევს ინგლისურ ენაში პროფესიულ კომპეტენციას, რათა სურვილის შემთხვევაში პროფესიული სარეზიდენტო მომზადება გაიარონ საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში.
როდის იწყება პირველკურსელთა რეგისტრაცია?
პირველკურსელთა რეგისტრაცის თარიღების განსაზღვრა ხდება ყოველი წლის ივლისში, რექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე; რეგისტრაციის დაწყების თარიღი ყოველწლიურად გარკვეულ ცვლილებას განიცდის და როგორც წესი სწავლის (სემესტრის) დაწყებამდე 1 კვირიან პერიოდს მოიცავს.
რა დოკუმენტაციის წარდგენა არის სავალდებულო?
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო
წესით დამოწმებული ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა (ვაჟებისთვის);
- 2 ც. ფოტოსურათი ზომით 3/4 და ელ. ვერსია (CD).
18 წლამდე პირებმა ზემოთ აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად უნდა წარადგინონ
დაბადების მოწმობა და რეგისტრაციაზე უნდა გამოცხადდნენ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხლებით.
მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა არის საორიენტაციო დღე?
საორიენტაციო დღეს პირველკურსელ სტუდენტებს უტარდებათ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ფაკულტეტის დეკანთან,სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა (SYSSA) წევრებთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე სტუდენტები ეცნობიან სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, სტუდენტური აქტივობების შესახებ ინფრომაციას და სხვა.
რა არის ფორმა N26 და სად არის შესაძლებელი მისი აღება?
ფორმა 26 არის სამხედრო განყოფილებაში წარსადგენი ცნობა ვაჟებისთვის, რომელიც მოთხოვნისამებრ გაიცემა დტსუ-ში აღრიცხულ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებზე.
სად არის შესაძლებელი სწავლის საფასურის გადახდა და როგორ ხდება მისი გადანაწილება?
სწავლის საფასურის გადახდა და მისი გადანაწილების შესაძლებლობა ხდება:
- ერთიანად (მთელი წლის საფასურის სრული დაფარვით),
- სემესტრულად (სწავლის წლიური საფასურის ორ ნაწილად გადახდა – ყოველისემესტრის დაწყებამდე)
- წინასწარ დადგენილი გრაფიკით წლიური თანხა იყოფა 6 თანაბარ ნაწილად; გადახდა წარმოებს ე.წ. მოდულური წესით; ყოველი შემდეგი მოდულის დაწყებამდე 10 დღით ადრე.
გადახდის პირველი ან მეორე პირობის არჩევის შემთხვევაში სტუდენტს არ მოეთხოვება განცხადების წარმოდგენა.
სწავლის საფასურის მოდულარული პირობის შეთანხმების შემთხვევაში სტუდენტთან ფორმდება დამატებითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც სტუდენტმა ყოველი მოდულის დაწყებამდე (წელიწადში 6 მოდული) უნდა დაფაროს მოდულის საფასური, სწავლის წლიური საფასურის 1/6 ნაწილის ოდენობით.
სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი საბანკო რეკვიზიტებით:
- ბაზის ბანკი; 0103. თბილისი. ქ. წამებულის გამზ. 1
- საბანკო კოდი – CBASGE22
- მიმღების დასახელება – შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
- ანგარიშსწორების ანგარიში – GE23BS0000000008436809
სწავლის საფასურის გადახდისას დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ
სტუდენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
რა ხდება სწავლის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში?
სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია სტუდენტს შეუჩეროს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანების აღმოფხვრამდე.
გარდა აბიტურიენტისა, შეუძლია თუ არა ოჯახის წევრს მის ნაცვლად ხელშეკრულების გაფორმება?
აბიტურიენტის ნაცვლად ხელშეკრულების გაფორმება შეუძლია მინდობილ პირს. ასეთ შემთხვევაში, მინდობილმა პირმა რეგისტრაციაზე მოსვლისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, აბიტურიენტის მიერ წარსადგენ სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად.
რა განსხვავებაა სტუდენტის სტატუსის „შეჩერება“, „შეწყვეტას“ შორის?
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის ან/და უცხო ქვეყნისა მოქალაქისა და მოქალაქეობის არ მოქნე პირის მიერ დადგენილი პროცედურების განმეორებით გავლის შემთხვევაში. სტატუსის შეჩერება, შეწყვეტისგან განსხვავებით, ხდება სხვადასხვა მიზეზით, სტუდენტის ან უნივერსიტეტის მიერ და გულისხმობს გარკვეული ვადით მისი აქტიური სტატუსის შეჩერებას, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში აქტიური სტატუსის აღდგენის შენარჩუნების უფლებით. შეჩერებული სტატუსის აღდგენა ხდება შეჩერების მიზეზის აღმოფხვრისა და პირადი განცხადების საფუძველზე; შესაბამის სტუდენტს უნივერსიტეტი აღუდგენს შეჩერებულ სტატუსს აკადემიური პერიოდის და მასთან ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
რა არის მობილობა? და როგორ ხდება მობილობით გამდმოსვლა?
სტუდენტების მობილობა ხორციელდება კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში. მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს უმაღლესი განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში. უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე 2020 და შემდგომი წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს მობილობის უფლება აქვთ, მხოლოდ იმ პროგრამებზე, რომლებსაც შეესაბამება მათ მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული სავალდებულო საგანი/საგნები.
სტუდენტმა მობილობისთვის უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:
- გაიაროს რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/
- აირჩიოს სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სასურველი
პროგრამა/პროგრამები და დაალაგოს პრიორიტეტის მიხედვით (გააკეთოს
მობილობის ელექტრონული განაცხადი);
- სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე
გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში, საქართველოს ბანკის თვითმომსახურების ტერმინალებში, საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკის, მობაილბანკის ან bogpay.ge-ს გადახდის სერვისებით (მენიუში მოძებნეთ: სხვა-განათლება-;სტუდენტთა მობილობა);
დადებითი პასუხის შემთხვევაში, მობილობის მსურველები გაივლიან გასაუბრებასდეკანთან.
გასაუბრებაზე მოსვლა სავალდებულოა მობილობით გადმოსვლის მსურველი ყველა სტუდენტისთვის.
გასაუბრებაზე წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი);
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა;
- უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების
- ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი.
სტუდენტი, რომელიც მოიპოვებს შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში“ ჩარიცხვის უფლებას (https://students.emis.ge/) და წარმატებით გაივლის გასაუბრების ეტაპს, რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში (მის.: ლუბლიანას 2/6; ელ.ფოსტა: registration@dtmu.edu.ge; ტელ: +995 322 51 68 98).
რეგისტრაციის დროს წარსადგენი დოკუმენტებია:
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გაცემული ყველა ბრძანების ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
- უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
- 2 ფოტოსურათი 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
მობილობაზე დეტალური ინფორმაციისათვის გაეცანით:
https://emis.ge/umaghlesi_ganatleba/mobiloba/
შიდა მობილობა.
სტუდენტებს უფლება აქვთ ისარგებლონ შიდა მობილობის უფლებით.
უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებზე შიდა მობილობა ცხადდება წელიწადში ორჯერ საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრებში.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების მე-3 სემესტრიდან მე-5 სემესტრამდე.
შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით, რომელიც განთავსდება უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე https://dtmu.ge/
როდის იწყება სწავლა პირველკურსელებისთვის?
სასწავლო წლის დაწყების თარიღი უნივერსიტეტში ცხადდება ყოვეწლიურად (ივლისის თვეში) რექტორის ბრძანების საფუძველზე; ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის ვრცელდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე – https://dtmu.ge/; სტუდენტებს შეტყობინება ეგზავნებათ ელ. ფოსტაზე კურსის კოორდინატორის მიერ.
საგნებსა და სალექციო ცხრილს ირჩევს სტუდენტი, თუ უნივერსიტეტი ადგენს?
რეგულირებად პროგრამებში (მათ განეკუთნება დიპლომირებული მედიკოსის პროგრამები) სტუდენტის არჩევანი „შეზღუდულია“; მეტი არჩევანის შესაძლებლობა მათ ეძლევათ ელექტივების არჩევისას, რაც მეტი მოცულობით მიეწოდება უფროსკურსელებს, როცა ისინი შემდგომ კარიერულ არჩევანში მეტად ჩამოყალიბებულნი არიან და არსებობს მათთვის საერთო კურიკულუმის ფარგლებში ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის შესაძლებლობა.
კრედიტების რაოდენობა წელიწადში (მაქსიმუმი/მინიმუმი)?
დტსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებში 1 კრედიტის დატვირთვა 30 საათია.
სემესტრში კრედიტების რაოდენობა ჩვეულებრივ არანაკლებ 30 კრედიტია. აღნიშნულს (კრედიტების რაოდენობა) განსაზღვრავს დიპლომირებული მედიკოსის პროგრამების
რა არის ქვიზი?
დტსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის პროგრამები მოდულური ინტეგრაციის ფორმითაა სტრუქტურირებული; ასეთი ყველა მოდული მთავდება შემაჯამებელი ტესტური გამოცდით, რომელსაც ვეძახით „ქვიზს“.
რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?
გარდა სწავლის ღირებულების გადახდის შეღავათისა (იხ. უნივერსიტეტის შიდა გრანტზე ინფორმაცია შეკითხვა N 3) უნივერსიტეტში არსებობს სტუდენტთა აკადემიური პროგრესის, კეთილსინდისიერების, ექსტრაკურიკულური და საზოგადოებრივი აქტივობების წამახალისებელი და აღსანიშნავი ე.წ. სასტიპენდიო ფონდი,რომელიც გაიცემა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
(I) რექტორის სტიპენდია (გადაეცემა საუკეთესო კურსდამთავრებულს);
(II) სახელობითი სტიპენდია: დავით ტვილდიანის სახელობის სტიპენდია მეორე-მეექვსე კურსის სტუდენტებისთვის (თითო კურსზე შეირჩევა თითო სტუდენტი) ყოველთვიური სტიპენდიის დანიშვნის და გაცემის გამჭვირვალე და ობიექტური წესის მიხედვით გადაწყვეტილება მიიღება ერთობლივი საკონკურსო კომისიის მიერ;
(III) სასწავლო წლის საუკეთესო სტუდენტის სტატუსის მინიჭება; ასევე აღინიშნება უნივერსიტეტის ისტორიულ დაფაზე სტუდენტის სახელისა და გვარის ასახვით.
ასევე, სტიპენდია უნივერსიტეტის სტუდენტს შეიძლება მიენიჭოს პარტნიორი ორგანიზაციებისა და კლინიკების მიერ; ასევე აშშ-ს ექიმის სერთიფიკატის (USMLE) გამოცდების დაფინანსება.