Back

ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში

პროექტის მიზნებია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ადამიანური რესურსებისა და პოლიტიკის სიტუაციური ანალიზი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.

პროექტის ამოცანებია:

    1. საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული ადამიანური რესურსებისა და პოლიტიკის სიტუაციური ანალიზი, ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარების ბარიერების შესწავლა.
    2.  პოლიტიკის სტრატეგიული საშუალებებისა და მომიჯნავე საკითხების შესწავლა (მაგ.: მმართველობა, დაფინანსება, გარემო, ჯანმრთელობის პროფესიების მიმზიდველობა, ჯანდაცვის მუშაკების მიგრაცია, კარიერული და პროფესიული განვითარება, მოტივაცია, პროფესიული გადაწვა, პროფესიული კმაყოფილება).
    3. მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული და თანასწორობისკენ მიმართული სტრატეგიის შემუშავების შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა და გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის. 

პროექტის მეთოდები:

პროექტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა კვლევითი მეთოდოლოგია. არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით განხორციელდება სიტუაციური ანალიზი, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილავთ არსებულ მონაცემებსა და პოლიტიკის დოკუმენტებს. ასევე შევისწავლით მნიშვნელოვანი პროფესიების გამოცდილებებს და არსებულ ბარიერებს, მათ შორის ექთნებისა და ექიმების გამოკითხვის საშუალებით. გამოცდილებების შესწავლა დაგეგმილია როგორც რაოდენობრივი, სტრუქტურული კითხვარების, ასევე ღია ინტერვიუების მეშვეობით. საბოლოო რეკომენდაციებზე შეთანხმება და განხილვა შესაძლებელი იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული კოლაბორაციული პროცესებით.

პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. პროექტის ნომერი: FR-22-1933

პროექტის სამეცნიერო ჯგუფში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდა სტუდენტები და მკვლევრები. მათ აქვთ საშუალება მიიღონ გამოცდილება სამეცნიერო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე – ჰიპოთეზების და კითხვები ფორმულირებიდან საბოლოო შედეგების და დასკვნების ნაშრომების სახით გამოქვეყნებამდე.

ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და კომუნიკაციას როგორც კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასავე საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის რელევანტურ სხვა გამოწვევებზე. 

დაგვიკავშირდით:

ილია ნადარეიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი: i.nadareishvili@dtmu.edu.ge 

მარიამ კირვალიძე, პროექტის კოორდინატორი: mariam.kirvalidze@ki.se 

პროექტის გუნდი

ილია ნადარეიშვილი
ხელმძღვანელი
ასოცირებული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო დიპლომირებული მედიკოსი, მედიცინის აკადემიური დოქტორი
მარიამ კირვალიძე
კოორდინატორი
მარიამ კირვალიძე, დოქტორანტი, კაროლინსკას უნივერსიტეტი, შვედეთი , დიმპლომირებული მედიკოსი, საზ. ჯანდაცვის მაგისტრი
თომას ბოსერტი
პროექტის მრჩეველი
ემერიტუსი, ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა, აშშ
კარსტენ ლუნზე
მკვლევარი
ასოცირებული პროფესორი, ბოსტონის უნივერსიტეტი, მედიცინის სკოლა, აშშ. ექიმი (პედიატრია, პრევენციული მედიცინა, ნარკოლოგია), საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი.
გიორგი ალადაშვილი
მკვლევარი, პროექტის ადმინისტრატორი
დიმპლომირებული მედიკოსი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო
გიორგი ჩახავა
მკვლევარი
ასოცირებული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის პრეზიდენტი

პროექტის სტუდენტ-მკვლევართა ჯგუფი

ნიკოლოზ ტვილდიანი
ნიკოლოზ ჭელიძე

მკვლევართა ჯგუფი:

გიორგი ფხაკაძე
პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი
ნინო თაბაგარი
პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო მედიცინის აკადემიური დოქტორი
ეკატერინე სანიკიძე
პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თამარი თალაკვაძე, პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო
თამარი თალაკვაძე
როფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო. მედიცინის აკადემიური დოქტორი
ალექსანდრე ცქიტიშვილი
დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო დიპლომირებული მედიკოსი

ღონისძიებები

პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის გაზაფხულზე. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება 2024 წლის მეორე ნახევარში. 

2024 წლის ოქტომბრიდან – 2025 წლის მარტის პერიოდში პროექტის ფარგლებში ჩატარდება 3 თემათური ვორკშოპი. ვორკშოპების შესახებ ინფორმაციას გავაზიარებთ ამ გვერდზე და სოციალურ მედიაში. 

მადლობა თქვენი ინტერესისთვის! 

წარსული ღონისძიებები

ვორკშოპი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

2023 წლის 7 დეკემბერს პროექტის ფარგლებში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ვორკშოპის ფარგლებში პროექტის გუნდმა სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება და უნარჩვევები კვლევის მეთოდების და სამეცნიერო ნაშრომების წერა და გამოქვეყნებაზე. 

მომხსენებლები: ილია ნადარეიშვილი, ესმა იმერლიშვილი, გიორგი ალადაშვილი, ალექსანდრე ცქიტიშვილი, ჯოანა ლი

 

პროექტის დაკვნითი ღონისძიება

2025 წლის 28 თებერვალს თბილისში ჩატარდა პროექტის დაკვნითი ღონისძიება.
პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სექტორის ფართო სპექტრი — აკადემიური წრეები, სახელმწიფო უწყებები, დამსაქმებელი ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO).

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო პროექტის ძირითადი შედეგები, მათ შორის კვლევების მიგნებები სამედიცინო რეზიდენტურაზე ხელმისაწვდომობისა და ჯანდაცვის პროფესიონალებში პროფესიული კმაყოფილებისა და გადაწვის შესახებ. ასევე გაიმართა პრეზენტაცია ჯანდაცვის ადამიანური რესურსების სტრატეგიულ დაგეგმარებაზე, სადაც განხილული იყო სისტემური მიდგომები და სამომავლო მიმართულებები. დღის მეორე ნაწილში ჩატარდა მინი-ვორქშოპი, რომელიც ფოკუსირებული იყო შემდეგ ნაბიჯებზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შემდგომი ქმედებების განსაზღვრაზე. ღონისძიება გაიმართა პროექტის „ჯანდაცვის ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (გრანტი № FR-22-1933).

Georgia HRH event agenda

 

27 თებერვალს, 2025 წელს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (DTMU), თბილისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა აშშ-დან საქართველოში ცოდნისა და გამოცდილების გადაცემას, ასევე DTMU-სა და ბოსტონის უნივერსიტეტს შორის კვლევისა და განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უკვე განხორციელებული სამუშაოები და განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ღონისძიებას ესწრებოდნენ DTMU-ს აკადემიური პერსონალი, ადმინისტრაცია და სტუდენტები. ძირითადი მოხსენება წარადგინა Karsten Lunze-მ, ხოლო Ilia Nadareishvili-მ და სხვა მონაწილეებმა წარმოადგინეს დამატებითი პრეზენტაციები.  

პრეზენტაციები გამოცდილების გაზიარების ღონისძიება

მედია მასალები