ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში
- პროექტის გუნდი
- პროექტის პუბლიკაციები
- ღონისძიებები
- მედია მასალები
პროექტის მიზნებია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ადამიანური რესურსებისა და პოლიტიკის სიტუაციური ანალიზი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.
პროექტის ამოცანებია:
- საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული ადამიანური რესურსებისა და პოლიტიკის სიტუაციური ანალიზი, ადამიანური რესურსების სტრატეგიული დაგეგმარების ბარიერების შესწავლა.
- პოლიტიკის სტრატეგიული საშუალებებისა და მომიჯნავე საკითხების შესწავლა (მაგ.: მმართველობა, დაფინანსება, გარემო, ჯანმრთელობის პროფესიების მიმზიდველობა, ჯანდაცვის მუშაკების მიგრაცია, კარიერული და პროფესიული განვითარება, მოტივაცია, პროფესიული გადაწვა, პროფესიული კმაყოფილება).
- მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული და თანასწორობისკენ მიმართული სტრატეგიის შემუშავების შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა და გაზიარება დაინტერესებული მხარეებისთვის.
პროექტის მეთოდები:
პროექტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა კვლევითი მეთოდოლოგია. არსებული მდგომარეობის ანალიზის მიზნით განხორციელდება სიტუაციური ანალიზი, რომლის ფარგლებშიც მიმოვიხილავთ არსებულ მონაცემებსა და პოლიტიკის დოკუმენტებს. ასევე შევისწავლით მნიშვნელოვანი პროფესიების გამოცდილებებს და არსებულ ბარიერებს, მათ შორის ექთნებისა და ექიმების გამოკითხვის საშუალებით. გამოცდილებების შესწავლა დაგეგმილია როგორც რაოდენობრივი, სტრუქტურული კითხვარების, ასევე ღია ინტერვიუების მეშვეობით. საბოლოო რეკომენდაციებზე შეთანხმება და განხილვა შესაძლებელი იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული კოლაბორაციული პროცესებით.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. პროექტის ნომერი: FR-22-1933
პროექტის სამეცნიერო ჯგუფში აქტიურად არიან ჩართულები ახალგაზრდა სტუდენტები და მკვლევრები. მათ აქვთ საშუალება მიიღონ გამოცდილება სამეცნიერო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე – ჰიპოთეზების და კითხვები ფორმულირებიდან საბოლოო შედეგების და დასკვნების ნაშრომების სახით გამოქვეყნებამდე.
ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას და კომუნიკაციას როგორც კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასავე საქართველოს და მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის რელევანტურ სხვა გამოწვევებზე.
დაგვიკავშირდით:
ილია ნადარეიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი: i.nadareishvili@dtmu.edu.ge
მარიამ კირვალიძე, პროექტის კოორდინატორი: mariam.kirvalidze@ki.se
პროექტის გუნდი
მკვლევართა ჯგუფი:
ღონისძიებები
პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია ჩატარდება 2025 წლის გაზაფხულზე. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება 2024 წლის მეორე ნახევარში.
2024 წლის ოქტომბრიდან – 2025 წლის მარტის პერიოდში პროექტის ფარგლებში ჩატარდება 3 თემათური ვორკშოპი. ვორკშოპების შესახებ ინფორმაციას გავაზიარებთ ამ გვერდზე და სოციალურ მედიაში.
მადლობა თქვენი ინტერესისთვის!
წარსული ღონისძიებები
ვორკშოპი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
2023 წლის 7 დეკემბერს პროექტის ფარგლებში დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ვორკშოპი ახალგაზრდა მეცნიერებისთვის. ვორკშოპის ფარგლებში პროექტის გუნდმა სტუდენტებს გაუზიარა გამოცდილება და უნარჩვევები კვლევის მეთოდების და სამეცნიერო ნაშრომების წერა და გამოქვეყნებაზე.
მომხსენებლები: ილია ნადარეიშვილი, ესმა იმერლიშვილი, გიორგი ალადაშვილი, ალექსანდრე ცქიტიშვილი, ჯოანა ლი